ფრანჩესკო ჯაკინტო სავოიელი
ფრანჩესკო ჯაკინტო სავოიელი (იტალ. Francesco Giacinto di Savoia; დ. 14 სექტემბერი, 1632, ტურინი, იტალია — გ. 4 ოქტომბერი, 1638, ტურინი, იტალია) — სავოიელთა დინასტიის წარმომადგენელი. სავოიის ჰერცოგი 1637-1638 წლებში. ვიტორიო ამადეო I-ისა და კრისტინა მარია ფრანგის უფროსი ვაჟი.
ფრანჩესკო ჯაკინტო სავოიელი | |
---|---|
სავოიის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 7 ოქტომბერი, 1637 |
მმართ. დასასრული: | 4 ოქტომბერი, 1638 |
წინამორბედი: | ვიტორიო ამადეო I |
მემკვიდრე: | კარლო ემანუელე II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 14 სექტემბერი, 1632 |
გარდ. თარიღი: | 4 ოქტომბერი, 1638, (6 წლის) |
დინასტია: | სავოიელები |
მამა: | ვიტორიო ამადეო I, სავოიის ჰერცოგი |
დედა: | კრისტინა მარია ფრანგი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფრანჩესკო ჯაკინტო დაიბადა 1632 წლის 14 სექტემბერს ტურინში. იგი იყო სავოიის ჰერცოგ ვიტორიო ამადეო I-ისა და მისი ცოლის, კრისტინა მარია ფრანგის უფროსი ვაჟი. მამის მხრიდან იგი ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის შვილთაშვილი იყო, ხოლო დედის მხრიდან პაპა-ბებიად საფრანგეთის მეფე ანრი IV და დედოფალი მარია მედიჩი ერგებოდნენ. როგორც მომავალ ჰერცოგს, მასაც დაბადებისთანავე მიენიჭა პიემონტის პრინცის წოდება.
მას შემდეგ, რაც 1637 წლის 7 ოქტომბერს მამამისი გარდაიცვალა, ტახტი ფრანჩესკო ჯაკინტომ დაიკავა, რომელიც მხოლოდ 5 წლის იყო, რის გამოც მას რეგენტად დედამისი დაენიშნა. როგორც ცნობილია დედა მას მეტსახელად „სამოთხის ყვავილს“ (ფრანგ. Fleur de Paradis) უწოდებდა. მისი მმართველობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რამეთუ მცირეწლოვანი ჰერცოგი მალევე ყვავილით დაავადდა და 1638 წლის 4 ოქტომბერს, 6 წლის ასაკში აღესრულა, რის გამოც ტახტი მისმა უმცროსმა ძმამ, კარლო ემანუელე II-მ დაიკავა. იგი დაკრძალეს ტურინში, საკრა-დი-სან-მიქაელის ბაზილიკაში.
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Merlini, Carlo (1938). Ambienti e Figure di Torino Vecchia. Turin.