ისააკ დუნაევსკი
ისააკ ოსიპოვის ძე დუნაევსკი (რუს. Исаак Осипович Дунаевский; დ. 30 იანვარი, 1900, ლოხვიცა, პოლტავას გუბერნია, რუსეთის იმპერია — 25 ივლისი, 1955) — საბჭოელი/რუსი 1930-40-იან წლებში ფილმების კომპიზიტორი და დირიჟორი. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია ოპერეტასა და კომედიური ფილმებისთვის შექმნილი მუსიკებით. ხშირად მუშაობდა გრიგორი ალექსანდროვთან ერთად. იგი მიჩნეულია საბჭოთა კავშირის ყველა დროსი ერთ-ერთ საუკეთესო კომპოზიტორად. მისი მრავალი სიმღერა ბევრისთვისაა ცნობილი და ინახება რუსეთსა და საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყნებში.
ისააკ დუნაევსკი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 18 (30) იანვარი, 1900 |
დაბ. ადგილი | ლოხვიცა |
გარდ. თარიღი | 25 ივლისი, 1955[1] [2] [3] (55 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო[3] |
ისააკ დუნაევსკი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებაისააკ დუნაევსკი დაიბადა ებრაელების ოჯახში ლოხვიცაში, პოლტავას გუბერნიაში (რუსეთის იმპერია), 1900 წლის 30 იანვარს. 1910 წელს სწავლობდა კრაკოვის მუსიკალურ სკოლაში; აქ მან კონსტანტინ გორსკისა და ჯოზეფ აჩრონის ზედამხედველობით ვიოლინოზე დაკვრა ისწავლა. ამ პერიოდშივე, სეიმიონ ბოგატირევის (1890–1960) ზედამხედველობის ქვეშ დაიწყო მუსიკის თეორიის შესწავლაც. 1919 წელს დაამთავრა კრაკოვის კონსეტვატორია. თავდაპირველად, იგი იყო მევიოლინე, კრაკოვის ორკესტრის ლიდერი. შემდეგ დაიწყო დირიჟორის კარიერა. 1924 წელს გადავიდა მოსკოვში რათა თეატრ ჰერმიტაჟი ემართა. მოგვიანებით, 1929-1941 წლებში მუშაობდა სანქტ-პეტერბურგის მუსიკალური დარბაზის რეჟისორად და დირიჟორად. ამის შემდგომ გადავიდა მოსკოვში და ქმნიდა საკუთარ ოპერეტებსა და მუსიკებს ფილმებისთვის.
დუნაევსკის დაწერილი აქვს: 14 ოპერატი, 3 ბალეტი, 3 კანტატი, 80 ქორუზია, 80 სიმღერა და რომანი, მუსიკა 88 პიესისა და 42 ფილმისთვის, 43 კომპოზიცია მსუბუქი მუსიკის ორკესტრისთვის და 12 - ჯაზის ორკესტრისთვის, 17 მელოდიკა, 52 კომპოზიცია სიმფონიური ორკესტრისთვის და 47 ფორტეპიანო კომპოზიციისა და სიმებიანი კვარტეტისთვის.
იგი იყო პირველი საბჭოთა კავშირის კომპიზიტორი, რომელმაც ჯაზის გამოყენება დაიწყო. მისი მუსიკა ხელმისაწვდომი იყო ფართო მასებისთვის; მელოდიური და დასამახსოვრებელი მელოდიები უზრუნველყოფდა მის წარმატებას.
გარდაიცვალა 1955 წელს მოსკოვში, გულის შეტევით. უკანასკნელი ნამუშევარი, ოპერეტა White Acacia (1955) დაუსრულებელი დარჩა. იგი დაასრულა კირილ მოლჩანოვმა და დაიდგა 1955 წლის 15 ნოემბერს, მოსკოვში.
1961 წელს გამოიცა მისი ესეებისა და მემუარების წიგნი.
დაფასება
რედაქტირებაისააკ დუნაევსკი 1950 წელს რუსეთის სახალხო ხელოვნად დასახელდა. ორჯერ აქვს მიღებული სტალინის პრიზი (1941, 1951); აგრეთვე მიღებული აქვს ორი ორდენი და მრავალი მედალი (მათ შორისაა წითელი შრომის ორდენი, წითელი ვარსვლავის ორდენი და ღირსების სამკერდე ნიშანი).
ოჯახი
რედაქტირებაისააკის ძმა სიმონი (1906–1986) იყო დირიჟორი, ხოლო მეორე ძმა, ზინოვი (1908–1981) - კომპოზიტორი.
ისააკ დუნაევსკი ერთჯერ დაქორწინდა. ჰყავს ვაჟი (დაბადებული 1932 წელს) მეუღლისგან, ზინაიდა სუდეინკინასგან. აგრეთვე ჰყავდა მეორე ვაჟი მაქსიმი (დაბადებული 1945) ბალერინა ზოია პაშკოვასგან. მაქსიმი კარგად-ცნობილი კომპოზიტორია.
ისააკის შვილიშვილი ალინა (დაბადებული 1983, მოსკოვი) ამჟამად ცხოვრობს საფრანგეთში და აგრძელებს მამა-პაპის ტრადიციას. ის არის ავტორი-კომპოზიტორი, მოცეკვავე, მოდელი და მომღერალი. აგრეთვე იგი არის პოპ-როკ-ელექტრო ჯგუფ მარკიზეს დამაარსებელი. კარგად არის ცნობილი ევროპასა და რუსეთში. ჩატარებული აქვს მრავალი საერთაშორისო კონცერტი.
ლიტერატურა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 3.0 3.1 Find a Grave — 1996.