კალისტრატე სალია
კალისტრატე (კალე) ზოსიმეს ძე სალია (დ. 26 აგვისტო, 1900, სოფ. ჯგალი, ახლანდელი წალენჯიხის რაიონი — გ. 25 ივლისი, 1986, პარიზი) — ქართველი მეცნიერი, ქართველოლოგი, ისტორიკოსი.
კალისტრატე სალია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 26 აგვისტო, 1901 |
დაბ. ადგილი | წალენჯიხა, რუსეთის იმპერია[1] |
გარდ. თარიღი | 25 ივლისი, 1986 (84 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი, საფრანგეთი |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ საფრანგეთი |
საქმიანობა | ენათმეცნიერი და ისტორიკოსი |
ალმა-მატერი | ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაპირველდაწყებითი განათლება მშობლიურ სოფელსა და ზუგდიდში მიიღო, ხოლო 1919 წელს დაამთავრა ხაშურის გიმნაზია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მან სწავლა განაგრძო ჰალეს უნივერსიტეტის იურიდიულ და ეკონომიურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 1924 წელს გადავიდა პარიზში და სორბონის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1927 წელს წარმატებით დაიცვა ბაკალავრის დიპლომი.
აქვე პარიზში კალისტრატემ გაიცნო თავისი მეუღლე, პროფესიით ექიმი, მაგრამ ასევე ისტორიის განხრით ვარშავის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ნინო ქურციკაშვილი. ნინოს თანადგომითა და ხელის შეწყობით კალისტრატე სალია წარმატებით მოღვაწეობდა მეცნიერული მიმართულებით.
სალიების არქივებში შემონახულია მრავალი ქართველი მეცნიერის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის პირადი არქივები. კალისტრატე და ნინო სალიებმა საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტს საჩუქრად გადასცეს 1400-ზე მეტი ძვირფასი წიგნი ფრანგულ, ინგლისურ,გერმანულ, იტალიურ, ბერძნულ, ესპანურ, ლათინურ და სხვა ენებზე. დღეს ინსტიტუტში გახსნილი ნინო სალიას სახელობის ბიბლიოთეკით ბევრი მეცნიერი სარგებლობს. 1984 წელს გამოვიდა ჟურნალის „ბედი ქართლისა“ უკანასკნელი ნომერი. ამის შემდეგ კალისტრატე სალიას დიდხანს არ უცოცხლია. 1986 წელს იგი პარიზში გარდაიცვალა, მაგრამ ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი გადმოასვენეს და ქართულ მიწას მიაბარეს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 318, თბ., 1994
- ტაბაღუა ი., კალისტრატე სალია 70 წლისაა // „ცისკარი“ : ჟურნალი, თბილისი, 1971, № 9, გვ. 157-158.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ↑ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.