წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი — მუნიციპალიტეტი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი წალენჯიხა.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | წალენჯიხა | ||||
კოორდინატები | 42°36′42″ ჩ. გ. 42°04′14″ ა. გ. / 42.611722° ჩ. გ. 42.070611° ა. გ. | ||||
მერი | გია ხარჩილავა | ||||
ფართობი | 646.7 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 26 158 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 40,4 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,56 % რუსები 0,27 % უკრაინელები 0,08 %[1] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა | მართლმადიდებლები 98,37 %[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
ოფიციალური საიტი | https://tsalenjikha.gov.ge/ | ||||
| |||||
გეოგრაფია
რედაქტირებაწალენჯიხის მუნიციპალიტეტი მდებარეობს მდინარე ენგურისა და ჭანისწყლის ხეობებში, ტერიტორია შეადგენს 646,7 კმ²-ს. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მესტიის, სამხრეთ-დასავლეთით ზუგდიდის, სამხრეთ-აღმოსავლეთითა და აღმოსავლეთით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები, ხოლო დასავლეთით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოქცეულია ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკულ ოლქში.
წიაღისეული
რედაქტირება- დოლემიტის საბადო;
- მინერალური წყალი სქური.
ისტორია
რედაქტირებაახლანდელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930 წლამდე შედიოდა ზუგდიდის მაზრაში. 1930 წელს გამოიყო ცალკე რაიონად. 1963-1964 წლებში შედიოდა ზუგდიდის რაიონში. საბჭოთა პერიოდში წალენჯიხის რაიონში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მეცხოველეობა და მეაბრეშუმეობა. მოქმედებდა 19 კოლმეურნეობა და 1 საბჭოთა მეურნეობა. განვითარებული იყო კვების და ხე-ტყის მრეწველობა. გამოდიოდა გაზეთი „კომუნიზმის დროშით“.
2014 წელს განიხილებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გაყოფა წალენჯიხის და ჯვარის მუნიციპალიტეტებად. ჯვარის მუნიციპალიტეტში უნდა შესულიყო ქალაქი ჯვარი და სოფლები ლია, ფახულანი, ჭალე, მუჟავა, ეწერი და ჩქვალერი, ხოლო ცენტრი ყოფილიყო ქალაქი ჯვარი. აღნიშნული გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.[3][4]
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში გია ხარჩილავა გახდა ოპოზიციის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა.[5]
პოლიტიკა
რედაქტირებასაკრებულო
რედაქტირებაპარტია | 2017[6] | 2021[7] | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 24 | 11 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 3 | 11 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საქართველოსთვის | 3 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლელო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დამოუკიდებელი | 1[ა] | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პატრიოტთა ალიანსი | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 30 | 27 |
მოსახლეობა
რედაქტირებაწალენჯიხის მუნიციპალიტეტის საერთო მოსახლეობა შეადგენს 26 158 ადამიანს (2014 წლის აღწერით). ამათგან, ქართველი — 99,56 %, სხვა — 0,44 %. მუნიციპალიტეტში შედის 14 ადმინისტრაციული ერთეული, მათ შორის 2 ქალაქი: წალენჯიხა და ჯვარი. სოფლის მოსახლეობა შეადგენს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 80 %-ზე მეტს. განსახლების ძირითადი ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 200-400 მეტრის ფარგლებში.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1959 | 29 019 | ||
1970 | 37 813 | ||
1979 | 39 477 | ||
1989 | 38 643 | ||
2002 | 40 133 | ||
2014 | 26 158 | ||
2021[9] | 23 300 |
ეკონომიკა
რედაქტირებაწალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქალაქ ჯვართან მოქმედებს საქართველოში უდიდესი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური ენგურჰესი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ზუგდიდი-მესტიისა და ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საავტომობილო გზები. ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძეა 204 კმ.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებაწალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის სამი ძეგლი: წალენჯიხის საკათედრო ტაძარი, სქურის ეკლესია და ენგურის თაღოვანი კაშხალი. მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია ასევე ობუჯის მონასტრის ნანგრევები.
- წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარი
- გამაჯისციხის ნანგრევები
- ციხე „კაცხარა“
- სამიქაოს გამოქვაბული
- საეპისკოპოსო ეკლესია
- ჯაღირის ციხე
- „წმინდა ბარბარეს“ ეკლესია
- ულურიის ციხე
- „მამუკიას კოშკი“
- „დილაქირსეს“ ციხე-სიმაგრე
- სქურის ციხის ნანგრევები
- ლესალეს ციხის ნანგრევები
- ჯგალის კონუსისებრის კოშკი
- ჯგალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია
- ქ. ჯვარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია
- ობუჯის, ჯგალის (ლეხარჩილეს), საჩინოს მშენებარე ეკლესიები.
- ციხე-კოშკი „ომუნე“
- ციხე-კოშკი მუმანა
- ლექარდეს ციხე-კოშკი
- ლეშამგეს ეკლესია
- სათოფურიანი ციხის ნანგრევები
- მაღალგორის ციხე
- „დობერას“ ციხე
- „ნაოხვამუ“ საეკლესიო კათედრა
- ჯიხა „თავდაცვითი ხასიათის“
- ჯვარის ეკლესია
- ქუაქანცალია
- წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ნანგრევები) XI ს.
- „ნოჯიხევი“ ციხის ნანგრევები
- „ჯიხა“ ციხის ნანგრევები (ჩქვალერი)
- „ჯიხა“ ციხის ნანგრევები (საჩინო)
- წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (მუჟავა)
- „ნოჯიხური“ XI–XV ს.
მუზეუმები
რედაქტირება- წალენჯიხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
- ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი
- ლეო ქიაჩელის სახლ-მუზეუმი
- ტარასი კვარაცხელიას სახლ-მუზეუმი
- ეგნატე ფიფიას სახლ-მუზეუმი
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ჯაყელი ქ., მიქავა ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 286-287.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაშენიშვნები
რედაქტირება- ↑ ნანა ლემონჯავა - გამოეყო პარტიას „საქართველოსთვის“.[8]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ georgia-religion 2014
- ↑ ჯვარის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ინიციატივა
- ↑ წალენჯიხის საკრებულო არ დაეთანხმა ჯვარის მუნიციპალიტეტის შექმნის მოსაზრებას
- ↑ სისტემა პირისპირ შეეჩეხა მთისპირა კოლხ ადამიანს – წალენჯიხის არჩეული მერი
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017 გვ. 89-90. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-12[მკვდარი ბმული]
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021 გვ. 108-110. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-12[მკვდარი ბმული]
- ↑ ბათუმისა და წალენჯიხის საკრებულოების ორმა წევრმა გახარიას პარტია დატოვეს. Civil.ge (2021-10-29). ციტირების თარიღი: 2024-06-15
- ↑ მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2020). ციტირების თარიღი: 2021-01-29.