სქურის ეკლესია
სქურის ფერისცვალების ეკლესია — ეკლესია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, კურორტ სქურის ჩრდილოეთით.
სქურის ფერისცვალების ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 42°41′02″ ჩ. გ. 42°09′46″ ა. გ. / 42.6838917° ჩ. გ. 42.1628694° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
დეტალები
|
ძეგლის აღწერა
რედაქტირებატაძრამდე რთული მისასვლელი გზაა. ეკლესიას აქვს სწორკუთხა საკურთხეველი და მინაშენები. ეკლესია XVI საუკუნეში სამნავიან ბაზილიკად გადაუკეთებიათ. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი, ნახევრად დამუშავებული და ყორე ქვით, რიგების მკაცრი დაცვით. ნაგებობას მორღვეული აქვს სახურავი. სამხრეთით, ჩრდილოეთით და დასავლთით, ფასადის მთელ სიგრძეზე, მიშენებული აქვს ეგვტერები. ტაძარს ეტყობა მრავალჯერადი გადაკეთების კვალი, სადაც ნათლად ჩანს პირვანდელი ქვების მრავალჯერადი გამოყენება. ტაძარი ნათდებოდა აღმოსავლეთით გაჭრილი სამი სარკმლით. სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთ კედლები ნაწილობრივ არის შემორჩენილი. ტაძარს შესასვლელი გაჭრილია ჩრდილოეთით, დასავლეთით და სამხრეთით.
ძეგლი თავის დროზე მონახულებული აქვს ექვთიმე თაყაიშვილს, რომლის დროსაც ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი წარწერები და ესვენა ადგილობრივი სასულიერო პირების „სალიების" მიერ ვერცხლით მოჭედილი ხატი.
ლიტერატურა
რედაქტირება- „მიქავა ა., სქურის ხეობის სიძველენი“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 6 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1966 წელი. — გვ. 43-44
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5166
- სქურის ეკლესია