გია ხარჩილავა

ქართველი პოლიტიკოსი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი

გია (გიორგი) ხარჩილავა (დ. 17 აპრილი, 1970) — ქართველი პოლიტიკოსი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ნოემბრიდან.

გია (გიორგი) ხარჩილავა
გია ხარჩილავა.jpeg
დაბადების თარიღი 17 მაისი, 1970 (1970-05-17) (53 წლის)
დაბადების ადგილი წალენჯიხა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, საქართველო
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი
facebook.com/kharchilavagiorgi.5/

2006 - 2010 წლამდე იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. [1] 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ხარჩილავა ერთადერთია ოპოზიციის წევრებს შორის, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა.[2]

ცესკოს შედეგების მიხედვით, ხარჩილავამ ხმათა 51,09% მიიღო (7248 ხმა), მისმა კონკურენტმა „ქართული ოცნებიდან“ - გოგა გულორდავამ - კი 48,90% (6937 ხმა).[2]

ხარჩილავას გამარჯვების შემდეგ წალენჯიხაში გადასახლების შესახებ განაცხადა მამუკა ხაზარაძემ[3], ხოლო ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ წალენჯიხაში ბიზნესის გახსნის შესახებ განცხადება გაავრცელა.[4]

ხარჩილავას ყავს მეუღლე და სამი შვილი.[1]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება