გოგა გულორდავა (დ. 21 დეკემბერი, 1978, თბილისი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი

გოგა გულორდავა
დაბადების თარიღი 21 დეკემბერი, 1978 (1978-12-21) (46 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პარტია ქართული ოცნება
საქმიანობა საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის წევრი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს გავლილი აქვს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის, სახელმწიფო შესყიდვების, ფინანსური აღრიცხვის, აუდიტორებისა და პროკურორების სასწავლო კურსები საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნებში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში; ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2000-2007 წლებში საქართველოს კონტროლის პალატის მთავარი კონტროლიორი; 2009-2012 წლებში კერძო სექტორის იურისტი; 2012 წელს „საქართველოს სატყეო საკონსულტაციო ცენტრის“ დირექტორი; 2013 წელს საქართველო-ისრაელის ერთობლივი სამედიცინო კლინიკა „ოქსფორდ-მედიკალ ჯორჯიას“ დირექტორი; 2013 წლიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება