ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი
ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი — საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული მუზეუმი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. ეძღვნება პოეტ ტერენტი გრანელს.
ისტორია
რედაქტირებატერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი გაიხსნა 1987 წლის 12 ნოემბერს პოეტის დაბადებიდან 90-ე წლისთავის იუბილეს აღსანიშნავად. ის განთავსდა პოეტის მამის სამსონ კვირკველიას ნასახლართან აგებულ ორნამენტითა და ჩუქურთმიანი აივნებით დამშვენებულ ორსართულიან სახლში. დაწესებულება ახორციელებს პოეტის შესახებ ლიტერატურულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, აღრიცხვას, შესწავლასა და პოპულარიზაციას. განთავსებული მასალები გამოსცა და განალაგა გიორგი ლეონიძის სახელობის ხელთნაწერთა ინსტიტუტმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.