ჯვარი (სოფელი)
ჯვარი, ყოფილი ეწერი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში (ჯვარის ადმინისტრაციული ერთეული).
სოფელი | |
---|---|
ჯვარი მეგრ. ენწერი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჯვარი (ქალაქი) |
კოორდინატები | 42°43′31″ ჩ. გ. 42°02′24″ ა. გ. / 42.72528° ჩ. გ. 42.04000° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 320 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 3157[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,1 %, რუსები 0,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს მდინარე ენგურის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 320 მ-ზე. ქალაქ წალენჯიხიდან დაშორებულია 7 კმ-ით, ქალაქ ჯვარიდან — 2 კმ-ით.
ისტორია
რედაქტირებათანამედროვე სოფელი ჯვარი მდებარეობს ენგურ-ჭანისწყლის წყალგამყოფი ვაკე-ზეგანის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელსაც ტრადიციულად ადგილობრივი მოსახლეობა ეწერს (ენწერს) უწოდებდა. XVIII-XIX საუკუნეებში ეწერში მამულებს ფლობდნენ თავადი აფაქიძეები, რის გამოც ამ ტერიტორიას და დასახლებას „სააფაქიო ეწერი“ შეერქვა. 1920-იან წლებში აქ ჩამოყალიბდა 2 სოფელი: ჩრდილოეთში — პირველი ეწერი, ხოლო სამხრეთში — მეორე ეწერი (შემდგომში ორჯონიკიძე, ახლანდელი ეწერი). 1942 წელს პირველ ეწერს ეწოდა ეწერი და ამ სახელით იყო ცნობილი 2010-იან წლებში განხორციელებულ ცვლილებებამდე. ამჟამად მისი სახელწოდებაა სოფელი ჯვარი.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 157 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 2172 | 1011 | 1161 |
2014[1] | 3157 | 1486 | 1671 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 126.
- ცხადაია პაატა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბ., 2015. — გვ. 18-23.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II