ჭალე
სოფელი საქართველოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში
ჭალე — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ეწერფერდი და ფოცხოეწერი).[2]
მდებარეობს მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს. ზღვის დონიდან 240 მეტრზე, ქ. წალენჯიხიდან დაშორებულია 24 კილომეტრით, ქ. ჯვრიდან 6 კმ-ით. 2008 წ. რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში სოფლის შესასვლელთან განლაგებული იყო რუსეთის საოკუპაციო ჯარების ბლოკ-საგუშაგო.[3]
ჭალის თემის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სამი სკოლა, ორი საბავშვო ბაღი, ამბულატორია, საკონცერტო დარბაზი, ოთხი საფეხბურთო მოედანი.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 900 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1244 | 590 | 654 |
2014[1] | 900 | 437 | 463 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 380.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ შსს საქართველოში რუსეთის ჯარებზე მონაცემებს აქვეყნებს[მკვდარი ბმული]. სივილ ჯორჯია. 30 აგვისტო 2008.