ფოცხოეწერი
სოფელი საქართველოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში
ფოცხოეწერი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჭალის თემის შემადგენლობაში (სოფლები: ეწერფერდი, ფოცხოეწერი, ჭალე).[2] მდებარეობს მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 250 მეტრზე. ქალაქ წალენჯიხიდან დაშორებულია 22 კილომეტრით, ჯვრიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 4 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
ფოცხოეწერი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჭალე |
კოორდინატები | 42°44′44″ ჩ. გ. 42°02′17″ ა. გ. / 42.74556° ჩ. გ. 42.03806° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 250 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 306[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 93,5 %, რუსები 4,6 %, უკრაინელები 1,0 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საფოსტო ინდექსი | 5218 |
ფოცხოეწერი დაარსდა ენგურჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. 1972 წლიდან წარმოადგენდა მუშათა დასახლებას.
2010 წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 80-მდე ოჯახი ფოცხოეწერში ჩაასახლეს[3].
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 306 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 399 | 192 | 207 |
2014[1] | 306 | 152 | 154 |
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 387.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ გიორგი ბარამიამ სოფელ ფოცხოეწერში ჩასახლებული დევნილები მოინახულა