ჯგალი

სოფელი საქართველოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

ჯგალისოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ლეთკანთი, ლეკაკულე, ლესალე, ლეხარჩილე).[2] მდებარეობს მდინარე ჭანისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 230 მეტრზე, წალენჯიხიდან დაშორებულია 7 კილომეტრით, ზუგდიდიდან 29 კმ-ით.

სოფელი
ჯგალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
თემი ჯგალი
კოორდინატები 42°39′03″ ჩ. გ. 42°07′51″ ა. გ. / 42.65083° ჩ. გ. 42.13083° ა. გ. / 42.65083; 42.13083
ცენტრის სიმაღლე 230
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1022[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჯგალი — საქართველო
ჯგალი
ჯგალი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ჯგალი

სოფელში იდგას მთავარანგელოზის სახელობის ეკელსია, რომელიც ამჟამად დანგრეულია.[3] XX საუკუნის დასაწყისში მასში ინახებოდა ისტორიული ხატი.[4]

გეოგრაფია

რედაქტირება

სოფელი უბნებად არის დაყოფილი. თითოეული მათგანი ერთგვარი შენაკადია, რომელსაც რაღაც ნიშან-თვისება, თვითმყოფადობა გააჩნია და საკუთარი ელფერი დაჰკრავს, რაც უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია მოსახლეობის წარმომავლობასა და ცხოვრების ადგილობრივ პირობებთან. ესენია: სქური, ლეთოფურე, კანთი.

ჯგალიდან თბილისამდე მანძილი საავტომობილო გზით 374 კმ-ია. ჯგალიდან ზუგდიდამდე 30 კმ-ია, წალენჯიხამდე 7 კმ, ფოთამდე კი - 72 კმ. ჯგალს ესაზღვრება შემდეგი სოფლები: ჩრდილო-დასავლეთით — სოფ. საჩინო, ჩრდილო-აღმოსავლეთით — სოფ. მედანი, სამხრეთით — სოფ. მიქავა (ფუქი) და აღმოსავლეთით — სოფ. მუხური.

სოფ. ჯგალი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. გვხვდება ჰიდრორესურსები, ხე-ტყის რესურსები, მინერალური წყალი სქური, მინერალი დოლომიტი.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1022 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 975 470 505
2014[1]   1022 486 536

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3.   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10376
  4. თაყაიშვილი ე., „არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში“ // ძველი საქართველო, ტ. III, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1914. — გვ. 240-241.