დოლომიტი
დოლომიტი — კარბონატების კლასის მინერალი. ქიმიური შედგენილობა CaMg(CO3)2. კრისტალება ტრიგონულ სინგონიაში. აგრეგატები მარცვლოვანი, თირკმლისებრი ან ბოჭკოვანია. არის თეთრი, მომწვანო, მოწითალო ან უფერო გამჭვირვალე. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 3,5-4,5. სიმკვრივე 2800-2900 კგ/მ³. მინერალ დოლომიტისგან წარმოიქმნება ქანი, რომელიც ქემოგენური, ზოგჯერ ჰიდროთერმულიცაა. ხშირად კალციტთან ერთადაა წარმოდგენილი. ხშირია კირქვის შლამის ან კირქვების გადოლომიტება (Ca-ის Mg-ით ჩანაცვლების პროცესი). დოლომიტს იყენებენ მეტალურგიაში, ცეცხლგამძლე აგურისა და ლითინური Mg-ის მისაღებად, სოფლის მეურნეობაში, მჟავე ნიადაგების გასანეიტრალებლად სხვა.
დოლომიტი | |
---|---|
![]() |
|
საერთო | |
ქიმიური ფორმულა | CaMg(CO3)2 |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | თეთრი, მომწვანო, მოწითალო ან უფერო გამჭვირვალე. |
კრისტალის სინგონია | ტრიგონური |
სიმაგრე მოოსის სკალით | 3,5-4,5 |
სიმკვრივე | 2800-2900 კგ/მ³ კგ/მ³ |
პირველად დოლომიტი აღწერა დეოდა დოლომიემ 1791 წელს, როდესაც იგი იკვლევდა იმ ტერიტორიას, რომელსაც ამჟამად დოლომიტის ალპები ეწოდება. სახელი ეწოდა ფრანგი გეოლოგისა და მინერალოგის დეოდა დოლომიეს (1750-1801) გვარის მიხედვით.
საქართველოში დოლომიტის საბადო ცნობილია აბანოში (ქარელის მუნიციპალიტეტი) და სქურში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი).
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- დოლომიტი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)