ლესალე
ლესალე — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჯგალის თემში (სოფლები: ლეთკანთი, ლეკაკულე, ლესალე, ლეხარჩილე, ჯგალი).[2] მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე ჭანისწყლის (ხობისწყლის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 250 მეტრზე, წალენჯიხიდან დაშორებულია 8 კილომეტრით, ზუგდიდიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 30 კმ-ით.
სოფელი | |
---|---|
ლესალე | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჯგალი |
კოორდინატები | 42°39′30″ ჩ. გ. 42°06′30″ ა. გ. / 42.65833° ჩ. გ. 42.10833° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 250 მ |
მოსახლეობა | 169[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებაადრე ლესალე სოფელ ჯგალის ერთ-ერთი უბანი იყო. შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების ციხე-დარბაზის ნანგრევები, რომელიც შესაძლოა 1616-1621 წლების ერთ საბუთში მოხსენიებული ჯგალის ციხე იყოს. ჯგალის ციხის მართვა-გამგეობა ქოჩაკიძეთა გარს ჰქონდა ჩაბარებული. 2009 წელს ციხის აღმოსავლეთით, ბორცვზე შემთხვევით აღმოჩნდა დიდი რაოდენობით ბრინჯაოს სხვადასხვა ნივთი: საბრძოლო იარაღი, სამკაულები და ნახევრადძვირფასი ქვების მძივები, რომელბიც ძვ. წ. VI-III საუკუნიდან ახ. წ. II საუკუნით თარიღდება. 2014 წლიდან მიმდინარეობს დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოები.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 169 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 226 | 105 | 121 |
2014[1] | 169 | 81 | 88 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 199.
- ლაზიკის ისტორიული გეოგრაფიიდან: (ლესალეს ციხე) / ვახტანგ ჯაფარიძე // სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები / სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. - თბილისი, 2013-2014. - ISSN 1987-6998. - [ტ.] XI. - გვ. 469-478.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II