ხობისწყალი
მდინარე საქართველოში
ხობისწყალი, ხობი (მეგრ. ხობწყარი) — მდინარე დასავლეთ საქართველოში. სათავეს იღებს ეგრისის ქედზე, მიედინება კოლხეთის დაბლობზე, ერთვის შავ ზღვას. მდინარის სიგრძე 150 კმ-ია, აუზის ფართობი - 1340 კვ. კმ., წყლის საშუალო ხარჯი - 44 კუბ.მ/წმ (შესართავიდან 30 კმ-ზე), მაქსიმალური - 333 კუბ.მ/წმ. საზრდოობს ძირითადად წვიმის წყლებით, გამოიყენება სარწყავად. მისი მთავარი შენაკადია ჭანისწყალი (მარჯვნიდან). ხობისწყალზე დგას ქალაქი ხობი და დაბა ჩხოროწყუ.
ხობისწყალი | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქები | ხობი, ჩხოროწყუ |
სათავე | კავკასიონი, (საქართველო) |
სიგრძე | 150 კმ |
აუზის ფართობი | 1340 კმ² |
![]() |

ხობისწყალი ქალაქ ხობთან
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ხობის შესართავთან დროებით დისლოცირებული იყო შავი ზღვის ფლოტი. 2000-2005 წლებში ხობის შესართავთან სოფელ ყულევთან სიახლოვეს აშენდა ნავთობტერმინალი ტანკერებისთვის.
ხობისწყალზე შენდება ორი ჰიდროელექტროსადგური: ხობიჰესი 1 და ხობიჰესი 2.[1]
ლიტერატურარედაქტირება
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ხობისწყალი“ ვიკისაწყობში.
- გიგინეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 492.