ლენს არმსტრონგი (Lance Armstrong, დაბადებით Lance Edward Gunderson; დ. 18 სექტემბერი, 1971) — ამერიკელი ყოფილი პროფესიონალი ველომრბოლელი. ტურ დე ფრანსის - ველომრბოლელთა ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრი - შვიდგზის ჩემპიონი 1999-2005 წლებში. მოხსნა მიგელ ინდურიანის, ბერნარდ ჰინოს, ედი მერკქსისა და ჟაკ ანქეტილის ხუთგზის ჩემპიონობის წინა რეკორდები. ამ მიღწევამდე გადარჩა სასქესო ჯირკვლის კიბოს, მიკრობული უჯრედის სიმსივნე, რომელიც მეტასტაზებით მის ტვინსა და ფილტვებზე გავრცელდა 1996 წელს. მისი მკურნალობა მოიცავდა ტვინისა და სასქესო ჯირკვლის ქირურგიასა და ინტენსიური ქიმოთერაპიას.

ლენს არმსტრონგი

1999 წელს წლის ათლეტად დასახელდა. ხოლო 2002 წელს ჟურნალმა Sports Illustrated იგი წლის სპორტსმენად აღიარა. 2002-2005 წლებში ასოშეიტედ პრესის მიერ წლის მამაკაც ათლეტად დასახელდა. არმსტრონგი პროფესიული ველორბოლიდან 2005 წლის 24 ივლისს წავიდა, ტურ დე ფრანსის შეჯიბრის დამთავრების შემდეგ.