ელენე ჩოხელი (დ. 21 მარტი, 1914, თბილისი — გ. 25 ივლისი, 1991, თბილისი) — ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1965).

ელენე ჩოხელი
დაბადების თარიღი 21 მარტი, 1914
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 25 ივლისი, 1991 (77 წლის)
თბილისი
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი
ჯილდოები საქართველოს სახალხო არტისტი (1965)

ბიოგრაფია

რედაქტირება

1932 წელს დაამთავრა თბილისის I ქორეოგრაფიოული სტუდია, 1937 წელს - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული მუშფაკულტეტი (ვოკალური).

1937–1943 წლებში საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი იყო, 1943 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის წამყვანი მსახიობი. ქართული რეპერტუარი, ოპერეტები: „სიმღერა თბილისზე“ (შ. მილორავა დაიდგა 350–ზე მეტჯერ, მთავარი როლი), მარგო (ა. შავერზაშვილი „ნინო“, 1967, პრემიერა), მთავარი როლი (ბ. კვერნაძე „ცოლები და ქმრები“, 1970, პრემიერა), მთავარი როლი (მ. ჩირინაშვილი „ძველი თბილისის სურათები“, 1975, პრემიერა), მთავარი როლი (შ. მილორავა „ჩემი კეთილი მეზობელი“, 1977, პრემიერა). გადაღებულია მხატვრულ ფილმებში.

ელენე ჩოხელი 1994 წლის 23 ოქტომბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ფილმოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ელენე ჩოხელიეროვნული ფილმოგრაფია
  2. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1965. №2. გვ. 20.