მურმან დუმბაძე
მურმან დუმბაძე (დ. 1 იანვარი, 1960, ხელვაჩაური, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი.
მურმან დუმბაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 იანვარი, 1960 |
დაბადების ადგილი | ხელვაჩაური |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თსუ |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ემსახურე საქართველოს |
ძირითადი იდეები | პატრიოტიზმი |
საქმიანობა | მათემატიკოსი, პედაგოგი |
მეუღლე/ები | ქეთევან სურმანიძე |
შვილ(ებ)ი | მუხრანი და რუსუდანი |
1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და 1990 წელს მართვის პრობლემების ინსტიტუტის ასპირანტურა. 2004–2006 წლებში იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2004 წელს — აჭარის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს წევრი, აგრეთვე იყო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი, დოცენტი (1991–2008), აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიის ცენტრის ინჟინერ-პროგრამისტი (1990–1991), მართვის პრობლემების ინსტიტუტის ასპირანტი (1987–1990) და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი მიონი (1982–1986). იყო პარტია „ქართული ოცნების“ წევრი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბათუმის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016 წლის ივლისში მედეა ვასაძესთან ერთად დააფუძნა პარტია „ემსახურე საქართველოს“.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაჰყავს მეუღლე, ქეთევან სურმანიძე და ორი შვილი: მუხრანი და რუსუდანი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მურმან დუმბაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მურმან დუმბაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)