სტრატეგია აღმაშენებელი

(გადამისამართდა გვერდიდან ახალი საქართველო (პოლიტიკური პარტია))

„სტრატეგია აღმაშენებელი“ (ოფიც. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“) — პოლიტიკური პარტია საქართველოში. დაფუძნდა 2016 წლის 5 ივნისს როგორც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“. პარტიის თავმჯდომარედ ყრილობის დელეგატებმა აირჩიეს გიორგი ვაშაძე. პარტიის მმართველობითი ორგანოა 12 წევრისაგან შემდგარი პოლიტსაბჭო. პარტიას ჰყავს არჩეული გენერალური მდივანი, რომელსაც გააჩნია აღმასრულებელი და საორგანიზაციო ფუნქციები. არის მემარჯვენე-ცენტრისტული მიმართულების და მხარს უჭერს ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას.[1]

სტრატეგია აღმაშენებელი
სტრატეგია აღმაშენებელი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე
ისტორია
დაფუძნდა 5 ივნისი, 2016
პოზიციები
იდეოლოგია ლიბერალიზმი
პროევროპულობა
პოლიტიკური პოზიცია ცენტრიზმი, მემარჯვენე-ცენტრიზმი
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აკრედიტაცია ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
2 / 150
საკრებულოები
8 / 2 068
თბილისის საკრებულო
0 / 50
ფერები     
შტაბ-ბინა თბილისი, საქართველო
aghmashenebeli.ge

პარტია მონაწილეობდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „სახელმწიფო ხალხისთვის“ ბლოკში. პარტია მონაწილეობდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.[1] 2018 წლის ივლისში საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთად გამოსვლის მიზნით 9 ოპოზიციურ პარტიასთან ერთად დააარსა კოალიცია „ძალა ერთობაშია“,[2] რომელიც 2020 წლის ივლისის ბოლოს „კანონი და სამართალთან“ ერთად დატოვა.[3]

2020 წლის 30 ივლისს პარტიის მესამე ყრილობის გადაწყვეტილებით პარტიამ შეიცვალა სახელი და „ახალი საქართველოს“ ნაცვლად ეწოდა „სტრატეგია აღმაშენებელი“.[1] 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „კანონი და სამართალთან“ ერთად საერთო ბლოკში მონაწილეობდა.[4]

2024 წლის 3 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პარტიამ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ „ქართულ ქარტიას“.[5]

შედეგები არჩევნებში

რედაქტირება

საპარლამენტო

რედაქტირება
არჩევნები ხმები % მანდატები +/– სტატუსი კოალიცია
2016 60 681 3,45
0 / 150
ახალი გარესაპარლამენტო სახელმწიფო ხალხისთვის
2020 60 671 3,15
3 / 150
  3 ოპოზიცია სტრატეგია აღმაშენებელი
2024 211 216 10,17
2 / 150
  1 ოპოზიცია ერთიანობა


ადგილობრივი

რედაქტირება
არჩევნები ხმები % მანდატები +/–
2017 18 826 1,23
1 / 2 043
ახალი
2021 23 656 1,34
8 / 2 068
  7

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 ჩვენს შესახებ. სტრატეგია აღმაშენებელი. aghmashenebeli.win. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-28. ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2020.
  2. „ძალა ერთობაშია“ — 10 ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს ხვალ წარადგენს. netgazeti.ge (2018-07-16). ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2020.
  3. ვაშაძემ და ჩარკვიანმა „ძალა ერთობაშია“ დატოვეს და პოლიტიკური პლატფორმა, სტრატეგია აღმაშენებელი წარადგინეს. on.ge (2020-07-27). ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2020.
  4. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიები/ბლოკები. ცესკო. cesko.ge (21 სექტემბერი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25.09.2020. ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2020.
  5. 17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი | "ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერები დასრულდა