სახელმწიფო ხალხისთვის
სახელმწიფო ხალხისთვის — პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომლის დამაარსებელი არის ცნობილი საოპერო ბანი პაატა ბურჭულაძე.
სახელმწიფო ხალხისთვის | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ხელმძღვანელობა | |
თავმჯდომარე | ნიკა მაჭუტაძე |
ისტორია | |
დამფუძნებელი | პაატა ბურჭულაძე |
დაფუძნდა | 2016 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | ქრისტიანული დემოკრატია |
პოლიტიკური პოზიცია | მემარჯვენე-ცენტრიზმი |
წარმომადგენლობითობა | |
პარლამენტი |
3 / 150 |
ფერები |
2016 წელს პარტია მონაწილეობდა იმავე წლის საპარლამენტო არჩევნებში. არჩევნებში პარტიამ ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი და პარლამენტის მიღმა დარჩა.
2018 წლის 15 ივლისს პარტიამ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, ახალ საქართველოსთან, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან, ევროპელ დემოკრატებთან, ახალი საქართველოსთვისთან, ქრისტიან-კონსერვატიულ პარტიასთან, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვისთან და საქართველო ლიდერთა შორისთან ერთად დააფუძნა კოალიცია ძალა ერთობაშია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო იმავე წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. კოალიციის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე იყო, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა.
კოალიციამ მიიღო მონაწილეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც, სადაც მონაწილეობდა, როგორც საერთო ბლოკი. კოალიციამ პარლამენტში 36 დეპუტატი გაიყვანა, მათ შორის არიან „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრებიც. 2024 წლის 3 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პარტიამ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ „ქართულ ქარტიას“.[1]
შედეგები არჩევნებში
რედაქტირებასაპარლამენტო
რედაქტირებაარჩევნები | ხმები | % | მანდატები | +/– | სტატუსი | კოალიცია |
---|---|---|---|---|---|---|
2016 | 60 681 | 3,45 | 0 / 150 |
ახალი | გარესაპარლამენტო | სახელმწიფო ხალხისთვის |
2020 | 523 127 | 27,18 | 3 / 150 |
3 | ოპოზიცია | ძალა ერთობაშია |
ადგილობრივი
რედაქტირებაარჩევნები | ხმები | % | მანდატები | +/– |
---|---|---|---|---|
2017 | 606 | 0,04 | 1 / 2 043 |
ახალი |