ევროპელი დემოკრატები

ევროპელი დემოკრტები — პოლიტიკური პარტია საქართველოში. საჯარო რეესტრში, როგორც პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა 2005 წელს. პარტიის ფუძემდებლები არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები. პარტიის თავმჯდომარეა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის ყოფილი მინისტრი პაატა დავითაია. პარტია ყურადღებას ამახვილებს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებასა და დევნილ ადამიანებზე. ის ცნობილია თავისი დევიზით: „ჩვენ თვითონ“. მას აღნიშნული დევიზი 2011 წლის სექტემბრიდან აქვს. პარტია აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2007 წლის საპროტესტო აქციებში და იყო ოპოზიციური გაერთიანება „ერთიანი ეროვნული საბჭოს“ წევრი. ამჟამად პარტია არის კოალიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრი.

ევროპელი დემოკრატები
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე პაატა დავითაია
ისტორია
დაფუძნდა 2005
პოზიციები
იდეოლოგია პრო-ევროპეიზმი
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
0 / 150
weourselves.ge

2024 წლის 3 ივნისს ცნობილი გახდა რომ პარტიამ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ „ქართულ ქარტიას“.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი | "ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერები დასრულდა