პაატა დავითაია
პაატა ოთარის ძე დავითაია (დ. 16 თებერვალი, 1974, გულრიფში) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი, იუსტიციის გენერალ-მაიორი (2003), იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი (2006).
პაატა დავითაია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 16 თებერვალი, 1974 |
დაბადების ადგილი | გულრიფში, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი |
ეროვნება | ქართველი |
1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტ. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო პოლიციის გამომძიებელი (1992-1993), სოხუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს გამომძიებელი (1992-1996), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მთავარი სახელმწიფო მრჩეველი (დევნილობაში; 1996–2001), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, აპარატის უფროსი (2001–2002), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი (დევნილობაში; 2002–2003), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და I მოადგილე (დევნილობაში; 2003–2004), 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“. 2006 წლის მაისიდან პოლიტიკური პარტია „ჩვენ თვითონ“–ის (შემდეგ ეწოდა „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“) თავმჯდომარე. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- სეპარატიზმის პრობლემა საქართველოში : ისტორია და თანამედროვეობა (თანაავტორი) // ნაწ. 1. - თბილისი, აკადემია, 2003. - 332გვ.. - ISBN 99928-0-547-1.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 272.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პაატა დავითაია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- პაატა დავითაია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- პაატა დავითაია (პოლიტიკური პარტია „ჩვენ თვითონ“). ivote.ge (სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი). ციტირების თარიღი: 11 ივლისი, 2020.