ერთიანი ეროვნული საბჭო

ერთიანი ეროვნული საბჭო, ერთიანი სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო, ეროვნული საბჭო — ათი პოლიტიკური პარტიის კოალიცია საქართველოში 2007-2010 წლებში. კოალიცია შექმნილი იყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკის წინააღმდეგ. საბჭომ მიიღო 12 პუნქტიანი მანიფესტი, რომლითაც საქართველოში პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაციას მოითხოვდა. კოალიცია ერთიანი სახით მონაწილეობდა 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო და 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში.

ერთიანი ეროვნული საბჭო
სტატუსი დაშლილი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე (2008)
ზვიად ძიძიგური (2010)
ისტორია
დაფუძნდა ოქტომბერი, 2007
დაიშალა ივნისი, 2010

ერთიანი ეროვნული საბჭო ჩამოყალიბდა 2007 წლის სექტემბერში და აერთიანებდა ათ პარტიას. გაერთიანების მთავარი მოთხოვნა იყო საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2008 წლის გაზაფხულზე, ნაცვლად 2008 წლის შემოდგომისა.

მოძრაობაში გაერთიანებული პარტიები იყვნენ:

საბჭომ საპარლამენტო არჩევნების თარიღის შეცვლაზე მთავრობის უარის გამო წამოიწყო საპროტესტო კამპანია. ეროვნული საბჭო იყო ორგანიზატორი 2007 წლის ნოემბრის აქციებისა და აქციების შედეგად მიაღწია მიხეილ სააკაშვილის გადადგომასა და 2008 წლის იანვარში პლებისციტის დანიშვნას საპარლამენტო არჩევნების თარიღის შესახებ.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

რედაქტირება

ერთიანმა ეროვნულმა საბჭომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად წარადგინა პარლამენტის წევრი ლევან გაჩეჩილაძე, რომელმაც შიდაკოალიციურ არჩევნებში დაამარცხა დავით უსუფაშვილი. ამ ნომინაციას არ შეუერთდა საქართველოს ლეიბორისტული პარტია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარი პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი წამოაყენა. გაჩეჩილაძე გავიდა მეორე ადგილზე საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 25,7%-ით. ხოლო იმავე დღეს ჩატარებულ პლებისციტზე მოსახლეობამ მხარი დაუჭირა საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გაზაფხულზე.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნები

რედაქტირება

ერთიანი ეროვნული საბჭო კოალიციის სახით მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში. ამ არჩევნებისთვის საბჭო დატოვა რესპუბლიკურმა პარტიამ, ხოლო გაერთიანებას შეუერთდა ახალი მემარჯვენეები. ბლოკი არჩევნებში მონაწილეობდა სახელით „გაერთიანებული ოპოზიცია: ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები“. კოალიციამ პარლამენტში შეიყვანა 17 დეპუტატი (15 დეპუტატი პროპორციული სიით და 2 მაჟორიტარი).

2010 წლის ადგილობრივი არჩევნები

რედაქტირება

არჩევნების შემდგომ გაერთიანება დროებით დაიშალა. ის ხელახლა აღდგა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნების წინ. ამჯერად ბლოკში გაერთიანდნენ საქართველოს კონსერვატიული პარტია, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის და ხალხის პარტია. ეროვნულმა საბჭომ თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა ზვიად ძიძიგური. ბლოკმა თბილისში ხმათა 5,5%, ხოლო დანარჩენ საქართველოში ხმათა 8,8% მიიღო. ამ შედეგით ეროვნულმა საბჭომ თბილისის საკრებულოში ორი, ხოლო საქართველოს 33 მუნიციპალიტეტში 41 მანდატი მოიპოვა „ეროვნული საბჭოს“ სიით თბილისის საკრებულოში შევიდნენ კობა დავითაშვილი და კახა კუკავა. 2012 წელს კობა დავითაშვილი პარლამენტის დეპუტატი გახდა, ხოლო საკრებულოში მისი ადგილი დაიკავა კახაბერ ფირუაშვილმა.[2]

არჩევნების შემდეგ კოალიცია დაიშალა და მასში შემავალმა პარტიებმა დამოუკიდებლად განაგრძეს ფუნქციონირება.

შედეგები არჩევნებში

რედაქტირება
 
ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული ხმები 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში
წელი არჩევნები მიღებული პროცენტი შენიშვნა
2008 საპარლამენტო 17.73% გაიყვანა 17 დეპუტატი
2010 ადგილობრივი 8,8% საქართველოში
5.5% თბილისში
მოიპოვა მანდატები 34 საკრებულოში