მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის
მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის — მემარჯვენე პოლიტიკური პარტია საქართველოში, ჩამოყალიბებული საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის მიერ 2008 წლის დეკემბერში. პარტიის ლოზუნგია: „სამართლიანობა, ერთიანობა, კეთილდღეობა.“ მისი დეკლარირებული მიზანია „სტაბილური, სამართლიანი, გაერთიანებული საქართველო, სადაც ხალხის კეთილდღეობა და უსაფრთხოება საიმედოდ იქნება დაცული“.
მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის | |
---|---|
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | სერგო ჯავახიძე |
ისტორია | |
დამფუძნებელი | ზურაბ ნოღაიდელი |
დაფუძნდა | დეკემბერი, 2008 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | კლასიკური მემარჯვენეობა |
ფერები | |
შტაბ-ბინა | ლვოვის ქ. N5, თბილისი, საქართველო |
mjfg.ge |
ისტორია
რედაქტირებაზურაბ ნოღაიდელი, პრემიერის პოსტიდან 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ წავიდა. შემდეგ იგი ფეხბურთელი კახა კალაძის ბიზნესს ედგა სათავეში, აგვისტოს ომის შემდეგ კი ისევ პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა. პარტიის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იყვნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები: დეპუტატი პეტრე მამრაძე, ყოფილი დეპუტატები შოთა გვენეტაძე და ედუარდ სურმანიძე. 2009 წელს მიღებულ იქნა პარტიის წესდება, რომელმაც ასახა პარტიის პლატფორმა, მიზნები და ამოცანები, განსაზღვრა მოძრაობის სტრუქტურა და ორგანიზაცია. პარტია მონაწილეობდა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში, სადაც ის იყო ეროვნული საბჭოს წევრი.
2010 წლის 23 დეკემბერს პარტიის ერთმა ნაწილმა გამართა რიგგარეშე ყრილობა, რომელსაც უნდობლობა გამოუცხადა პარტიის თავმჯდომარემ ზურაბ ნოღაიდელმა და მისმა მომხრე ნაწილმა[1][2][3]. ყრილობამ ზურაბ ნოღაიდელი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა, თუმცა დავალიანების გასტუმრებამდე გამგეობის რიგით წევრად დატოვა, აირჩია გამგეობის ახალი შემადგენლობაც[4] და ახალი თავმჯდომარე - სერგო ჯავახიძე. რიგგარეშე ყრილობის გადაწყვეტილების რეგისტრაციისთვის გამგეობამ განცხადებით მიმართა იუსტიციის სამინისტროს. რეგისტრაციის შემთხვევაში, მოძრაობა ახალ თავმჯდომარეს და ახალი შემადგენლობის განკარგულებაში გადავა პარტიის სახელზე არსებული ქონება[5][6]. 11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის სამინისტრომ განცხადება დააკმაყოფილა და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის წევრთა რიგგარეშე ყრილობის გადაწყვეტილება რეგისტრაციაში გაატარა,[7] რომლის თანახმადაც ზურაბ ნოღაიდელი პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენებულია[8].
2012 წელს მოძრაობამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა წარუმატებლად (მიიღო ხმების 0,19%). მოძრაობა მონაწილეობს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც კანდიდატად წარდგენილი ჰყავს თავმჯდომარე - სერგო ჯავახიძე.
სტრუქტურა
რედაქტირებაწესდების თანახმად[9] მოძრაობის უმაღლესი ორგანოა მოძრაობის ყრილობა, რომელიც მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ. მას თავმჯდომარეობს მოძრაობის გამგეობის ერთ-ერთი წევრი. ყრილობებს შორის პერიოდში მოძრაობას ხელმძღვანელობს გამგეობა, რომელიც შედგება ყრილობის მიერ არჩეული არანაკლებ 5 წევრისაგან 4 წლის ვადით. გამგეობას ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც ამავდროულად არის მოძრაობის ლიდერიც და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში. გამგეობას ექვემდებარება პარტიის სტრუქტურული ქვედანაყოფები, რეგიონული და ახალგაზრდული ორგანიზაციები.
შედეგები არჩევნებში
რედაქტირებასაპარლამენტო
რედაქტირებაწელი | ხმები | % | მანდატები | +/– | სტატუსი |
---|---|---|---|---|---|
2012 | 4 073 | 0,19 | 0 / 150 |
ახალი | გარესაპარლამენტო |
საპრეზიდენტო
რედაქტირებაწელი | კანდიდატი | ხმები | % | შედეგი |
---|---|---|---|---|
2013 | სერგო ჯავახიძე | 2 107 | 0,13 | მეათე ადგილი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის. პარტიის ოფიციალური ვებ საიტი (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-22.
- მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის წესდება. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის (2009). ციტირების თარიღი: 2013-10-26.[მკვდარი ბმული]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ წევრები რიგგარეშე ყრილობას გამართავენ“. რუბრიკა პოლიტიკა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი. 2010-12-22. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 2011-01-10.
|publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება) - ↑ „”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” რიგგარეშე ყრილობას 23 დეკემბერს გამართავს“. ნიუსი, რუბრიკა პოლიტიკა. პირველი არხი. 2010-12-21. ციტირების თარიღი: 2011-01-10.
- ↑ „ნატო ხოხიაშვილი: "მოძრაობის სამართლიანი საქართველოსთვის" რიგგარეშე ყრილობის ჩატარება საკუთარი სახსრებით უზრუნველვყავით"“. საინტერესო სააგენტო პირველი. 2010-12-23. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-07. ციტირების თარიღი: 2011-01-10.
|publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება) - ↑ „ჭადრაკის სასახლეში "სამართლიანი საქართველოსთვის" რიგგარეშე ყრილობა მიმდინარეობს“. ნიუსი > პოლიტიკა. GeoNews.ge. 2010-12-23. ციტირების თარიღი: 2011-01-10.
|publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება)[მკვდარი ბმული] - ↑ „“სამართლიანი საქართველოსთვის” რიგგარეშე ყრილობის საორგანიზაციო ჯგუფი პასუხს ელოდება“. უახლესი ამბების პორტალი onlinenews.ge. 2011-01-10. ციტირების თარიღი: 2011-01-10.
|publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება)[მკვდარი ბმული] - ↑ „ორი მოძრაობა ერთი გადაწყვეტილების მოლოდინში“. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი. 2011-01-10. ციტირების თარიღი: 2011-01-10.
|publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება) - ↑ „საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ,,მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის’’ გამგეობაში განხორციელებული ცვლილებები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში შეიტანა“. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებ საიტი. 2011-01-11. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-11-30.
|publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება) - ↑ „ზურაბ ნოღაიდელს პარტიის თავმჯდომარის პოსტი ოფიციალურად დაატოვებინეს“. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი. 2011-01-11. ციტირების თარიღი: 2011-01-11.
|publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება) - ↑ წესდება 2009