ხალხის პარტია — მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური გაერთიანება საქართველოში.

ხალხის პარტია
ხალხის პარტია
ხელმძღვანელობა
ლიდერი ალექსანდრე კობაიძე
ისტორია
დაფუძნდა 12 მარტი, 2006
პოზიციები
იდეოლოგია კონსერვატიზმი
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
0 / 150
ფერები          
შტაბ-ბინა ჯავახიშვილის ქ. #73, 0164
თბილისი

„ხალხის პარტია“ დაფუძნდა 2006 წლის 12 მარტს საინიციატივო ჯგუფის საფუძველზე. საინიციატივო ჯგუფის წევრები იყვნენ ასმათ მურადაშვილი, გიორგი ოძელი, კახაბერ ფირუაშვილი, დავით კვაჭაძე, ჯუმბერ თავართქილაძე, როინ ხიჯაკაძე და აკაკი ფანჩულიძე. საინიციატივო ჯგუფმა 2007 წლის 9 ივნისს პარტიის ყრილობა გაიმართა, ყრილობამ აირჩია უმაღლესი ორგანო პოლიტიკური საბჭო. პოლიტიკურმა საბჭომ კი პარტიის თავმჯდომარე და აღმასრულებელი მდივანი აირჩია. თავმჯდომარედ კობა დავითაშვილი აირჩიეს, ხოლო აღმასრულებელ მდივნად ასმათ მურადაშვილი. პოლიტსაბჭოს წევრები იყვნენ გიორგი ოძელი, აკაკი ფანჩულიძე, კახაბერ ფირუაშვილი, როინ ხიჯაკაძე, ჯუმბერ თავართქილაძე, თეირან ნონიაშვილი, დავით ბიწაძე და დავით კვაჭაძე.

„ხალხის პარტია“ გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად აქტიურად იღებდა არჩევნებში მონაწილეობას, რის შემდეგაც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კვალიფიციური პარტია გახდა. პარტიამ გამოუშვა საკუთარი გაზეთი „ხალხის პარტია“, რომელიც საქართველოს მასშტაბით ვრცელდებოდა.

2008 წელს საპარლამენტო არჩევნების ზუგდიდი რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი კობა დავითაშვილი გახდა. 2009 წელს „ხალხის პარტია“ აქტიურად მონაწილეობდა საკნების აქციაზე. 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში ეროვნული საბჭოს სახელით, სამი პარტია გაერთიანდა: „ხალხის პარტია“, „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ და „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“.

2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში თბილისი საკრებულოს წევრი „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე კობა დავითაშვილი გახდა. 2011 წელს კი „ხალხის პარტიის“ პოლიტიკურმა საბჭომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ პარტიის თავმჯდომარეს კობა დავითაშვილს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით ეყარა კენჭი, რის შემდეგაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კობა დავითაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა. ამის შემდეგ თბილისის საკრებულოში კობა დავითაშვილის ადგილმონაცვლე გახდა პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ფირუაშვილი, რომელიც საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიას ხელმძღვანელობდა. 2013 წელს კობა დავითაშვილმა დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა და კენჭი იყარა პრეზიდენტობაზე და ხმის 1,2% აიღო, რის შემდეგაც დავითაშვილმა, როგორც პოლიტიკური ასპარეზი ასევე 2014 წელის აპრილში „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარის პოზიციაც დატოვა. 2015 წლის 27 ივნისს „ხალხის პარტიამ“ თავმჯდომარედ აირჩია ალექსანდრე შალამბერიძე, რომელიც 2015 წლის 1 ივლისს მოულოდნელად გარდაიცვალა, რის შემდეგაც პარტიამ შეწყვიტა აქტიურობა, თუმცა რეგისტრირებული დარჩა. 2017 წლის 21 იანვარს „ხალხის პარტიამ“ ჩაატარა რიგგარეშე ყრილობა და პარტიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ალექსანდრე კობაიძე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება