ალექსანდრე შალამბერიძე

ალექსანდრე შალამბერიძე (დ. 30 მარტი, 1958, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 1 ივლისი, 2015, თბილისი, საქართველო) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის (1999, 2004) წევრი.

ალექსანდრე შალამბერიძე
დაბადების თარიღი 30 მარტი, 1958
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 1 ივლისი, 2015 (57 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“ „ნაციონალური მოძრაობა“ „თავისუფალი საქართველო“ „ხალხი პარტია“
საქმიანობა პოლიტიკა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1958 წელს. დაამთავრა თბილისის 57-ე სკოლა, 1979 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1991–1992 წლებში გაიარა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტურა. 1990 წლიდან იყო „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ აღმასრულებელი მდივანი 2004 წლამდე. 1980–1990 წლებში მეცნიერ თანამშრომელი. 1991–1992 წლებში ვაკის რაიონისა და თბილისის საკრებულოს წევრი; 1991 წლიდან — პრეზიდენტის რეგიონული სამსახურის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი; 1996-1999 წლებში — თბილისის მერიის განყოფილების გამგე. 1997–1998 წლებში — ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“. 1999–2008 წლებში იყო რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, 2004–2009 წლებში იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი.

2009–2015 წლებში იყო პარტია თავისუფალი საქართველოს გენერალური მდივანი. 2015 წელს აირჩიეს ხალხის პარტიის თავმჯომარედ. მრავალი საპროტესტო აქციის მონაწილე და ორგანიზატორი, პუბლიცისტური წერილების ავტორი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებზე.

2015 წლის 1 ივლისს, ალექსანდრე შალამბერიძე ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება