ქრისტიანული დემოკრატია
ქრისტიანული დემოკრატია — ეკლესიისგან ავტონომიური პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც გამოდის პოლიტიკურ არენაზე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის დაპირებით, ქრისტიანული პრინციპების დაცვით.
ევროპაში ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის იდეოლოგი იყო კათოლიკური ეკლესია, თუმცა მართლმადიდებლურ ქვეყნებში მოძრაობა შესაბამისად მართლმადიდებლურ დოგმატებს იცავს. მოძრაობის ძირითადი მიზანია ქრისტიანული მოსახლეობის, მისი იდენტურობის დაცვა და თანამედროვე საზოგადოებაში ადგილის დაკავება. თავდაპირველი დოქტრინის თანახმად ქრისტიანული დემოკრატია მოუწოდებდა ჰარმონიისკენ ურთიერთდახმარებასა და სამართლიანობას შორის. მომავალში იდეოლოგიას დაემატა რამდენიმე სხვა კონცეფციაც - სუბსიდიარობა, პერსონალიზმი, სოლიდარიზმი, პოპულარიზმი და სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მოძრაობამ ითამაშა სერიოზული როლი დასავლეთ ევროპაში ლიბელარული დემოკრატიის, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში. ქრისტიანულ დემოკრატიულმა პარტიებმა შეცვალეს ჩილეს, იტალიის, გერმანიის და აღმოსავლეთ ევროპის მრავალი ქვეყნის დიქტატორული რეჟიმი. დღეისათვის ქრისტიან-დემოკრატები გამოხატავენ სამართლებრივი სახელმწიფოსკენ მისწრაფებას. ქრისტიან-დემოკრატები მიისწრაფებიან სოციალური სახელმწიფოსკენ პიროვნებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შენახვის პირობით. პოლიტიკურ სპექტრში მიისწრაფიან ცენტრიზმისკენ.
პრინციპები
რედაქტირება- ზნეობრიობა: ჩვენი მოქმედებები ეფუძნება ქრისტანულ ეთიკასა და ზნეობას. ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია მორალისა და პოლიტიკის ურთიერთდისტანცირება.[1]
- პასუხისმგებლობა: ადამიანი თავისუფალია და ადამიანი პასუხისმგებელია. ეს არის ადამიანის ფენომენის ქრისტიანული გაგება. ჩვენ ვთვლით, რომ მხოლოდ პასუხისმგებლობით განმსჭვალული თავისუფალი ადამიანების ერთობას, როგორც თანამედროვე ერს, შეუძლია ააშენოს საქართველოში ეფექტიანი სოციალური და პერსონალური ურთიერთობები – ააშენოს ნამდვილი დემოკრატია.[1]
- თანადგომა: სათნოება, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს მთელი საზოგადოება და უზრუნველყოს სახელმწიფოში სოციალური, ეთნიკური თუ კულტურული დიალოგი არის სოლიდარობა.[1]
- ცოდნა: რწმენამ ცოდნის გარეშე შესაძლოა გამოიწვიოს ფანატიზმი. მხოლოდ განათლებასა და ცოდნაზე ორიენტირებულმა ერმა შეიძლება ჩაუყაროს საფუძველი თანამედროვე სახელმწიფოს.[1]
- შრომა: ის ინსტიტუტი, რომელიც არის უნივერსალური ღირებულების – მოქალაქის დამოუკიდებლობის – მიღწევის ერთადერთი საშუალება, საქართველოში უნდა იყოს შრომის ინსტიტუტი.[1]
- რწმენა: ყველა ზემოთჩამოთვლილი პრინციპი ერთიანდება იმ ფენომენში, რომელიც ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერების საფუძველს წარმოადგენს და იმავდროულად გამორიცხავს ნაციონალისტურ ამპარტავნებას, რელიგიურ შეუწყნარებლობას. ეს ფენომენი არის რწმენა. საქართველოში ოდითგანვე იყო და ახლაც შენარჩუნებულია სხვადასხვა აზროვნების ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრება და ეს ჩვენი რწმენის მონაპოვარია.[1]
წყაროები
რედაქტირება- სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ.: ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ.; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
- გ.ჯ.ბილინგტონი - მართლმადიდებლობა და დემოკრატია. ოქსფორდი: კესტონის ინსტიტუტი, თებერვალი, 2008. № 26. დაარქივებული 2014-07-20 საიტზე Wayback Machine. ციტირების თარიღი: 24 მაისი, 2009
- ნ.ბონდარენკო, მართლმადიდებლური დემოკრატია. ადგილობრივი მართლმადიდებლური საზოგადოების ჩამოყალიბება როგორც სუვერენული დემოკრატიის ასპექტი. // ადამიანი და კანონი. 2007, № 10. დაარქივებული 2008-05-01 საიტზე Wayback Machine.
- იოანე პავლე II. Centesimus Annus = მეასე წელი. ვატიკანი, 1991 წელი.