ლევან იოსელიანი (დ. 20 ივნისი, 1978) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან 2023 წლის 7 მარტამდე. 2021 წლის 4 თებერვლიდან 2023 წლის 7 მარტამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.[1] 2023 წლის 7 მარტს აირჩიეს საქართველოს სახალხო დამცველად.[2]

ლევან იოსელიანი
ლევან იოსელიანი
საქართველოს სახალხო დამცველი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა7 მარტი, 2023
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
წინამორბედინინო ლომჯარია

თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 დეკემბერი, 2020 – 7 მარტი, 2023
პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი გახარია
მემკვიდრექეთევან თურაზაშვილი

დაბადებული20 ივნისი, 1978 (1978-06-20) (46 წლის)
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიამოქალაქეები
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჩიკაგოს უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხიმაგისტრი
პროფესიაიურისტი, ადვოკატი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1978 წლის 20 ივნისს. 1995 წელს დაამთავრა თბილისის №1 ექსპერიმენტული სკოლა. 2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. მიიღო მაგისტრის ხარისხი ჩიკაგოს კენტის სამართლის სკოლაში. იოსელიანს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში გავლილი აქვს ზოგადი მენეჯმენტის კურსი. 1999–2000 წლებში იყო „საქართველოს ბანკის“ იურისტი. 2000–2001 წლებში იყო „თიბისი ბანკის“ მთავარი იურისტი. 2001–2008 წლებში იყო იურიდიული კომპანია „ასლანიშვილი და იოსელიანის“ დამფუძნებელი, პარტნიორი და მთავარი იურისტი. 2008–2016 წლებში დააარსა „ლევან იოსელიანის“ იურიდიული კომპანია. 2018 წელს დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა“. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

2020 წლიდან 11 დეკემბრიდან 2023 წლის 7 მარტამდე საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ალეკო ელისაშვილი — მოქალაქეები“.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „ლევან იოსელიანი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს“. On.ge. 4 თებერვალი, 2021. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია
  3. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2020.