ქეთევან თურაზაშვილი
ქეთევან თურაზაშვილი — ქართველი იურისტი. პარტია „მოქალაქეების“ წევრი.[1]
ქეთევან თურაზაშვილი | |
---|---|
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
1997-2002 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. 2007 წელს დაასრულა GIPA-ს PR ტექნოლოგიების კურსი. 2002-2004 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პალატებში ასრულებდა მოსამართლის თანაშემწის მოვალეობას. 2005-2008 წლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დაფუძნების დღიდან, იყო აღმასრულებელი საბჭოს კოორდინატორი.[2]
2005-2018 წლებში ქეთევან თურაზაშვილის სამუშაო გამოცდილება უკავშირდებოდა როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორს. 2018-2020 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრს. ამავე დროს არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით. 2020 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის აპარატს.[2]
2023 წლის 7 მარტს სახალხო დამცველად პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლის ლევან იოსელიანის არჩევის შემდეგ მეათე მოწვევის პარლამენტში გახდება მისი ადგილმონაცვლე.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ალეკო ელისაშვილმა პარტიული სიის ათეული წარადგინა
- ↑ 2.0 2.1 2.2 ქეთევან თურაზაშვილი
- ↑ ლევან იოსელიანს პარლამენტში „მოქალაქეების“ პარტიული სიის მესამე ნომერი, ქეთევან თურაზაშვილი შეცვლის. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-03-07. ციტირების თარიღი: 2023-03-07.