ჟახუნდერის წმინდა გიორგის ეკლესია

ჟახუნდერის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი — ეკლესია საქართველოში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერში. დათარიღებულია განვითარებული შუა საუკუნეებით. ტაძარი ქვითაა ნაგები და ბაზილიკური ტიპისაა. მისი აღმოსავლეთი სარკმელი მოჩუქურთმებულია. ეკლესიის ხის მოჩუქურთმებული კარი დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში[1].

ჟახუნდერის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი დარბაზული
თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეები
დეტალები

1910 წელს ტაძარი მოინახულა ექვთიმე თაყაიშვილმა. იგი ესპედიციის მასალებში ტაძარს ასე აღწერს:

ვიკიციტატა
„ეკლესია წმინდა გიორგისა აშენებულია კარგი თლილის ქვით ასწლოვანნ მუხებს შუა; ჩვეულებრივი ერთ ნაოსიანი ბაზილიკაა, სიგრძით 13 არშინი და 14 ვერშოკი, განით 9 არშინი და 15 ვერშოკი; დახურულია ყავრით; შესავალი აქვს დასავლით და სამხრით; ფანჯარა ხუთი აქვს, ორი სამხრეთით, თითო სხვა მხარეებზე. აღმოსავლეთის ფანჯარა მოჩუქურთმებულ ოთხკუთხედშია. მარჯვნივ კუთხეში ამ მხარეს კიდევ ამშვენებს შემკობილი ბრტყელი ქვის პილასტრი.... საზოგადოთ ჯახუნდერის ეკლესია ერთ საუკეთესოდ უნდა ჩაითვალოს სადადიანო სვანეთში. წინანდელი ქვის კანკელი ეხლა შეცვლილია ხის კანკელით. აღმოსავლეთის კედელზე ყოფილა ხუცური წარწერა, რაც ასე იშვიათია სვანეთში..."[2]


ეკლესიას, 2006 წლის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[3].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თაყაიშვილი ექვ., არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს.პარიზი, 1937.გვ.106-109
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.VIII.თბ., 1984. გვ. 244.
  • შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.თბ.,2012. გვ.197.
  1. შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.თბ.,2008. გვ. 92
  2. *თაყაიშვილი ექვ., არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს.პარიზი,1937.გვ.106
  3. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ