ჟახუნდერი
ჟახუნდერი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფ: ჟახუნდერი, ლამფალაში, ლეკოსანდი, ლემზაგორი, ლუჯი, მებეცი, სასაში, ჩუკული, ხერია). მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1350 მეტრი, თბილისიდან 346 კილომეტრი, ლენტეხიდან 35 კმ.
სოფელი | |
---|---|
ჟახუნდერი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჟახუნდერი |
კოორდინატები | 42°47′46″ ჩ. გ. 43°01′03″ ა. გ. / 42.79611° ჩ. გ. 43.01750° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1350 მ |
მოსახლეობა | 161[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელში განლაგებულია საშუალო სკოლა, საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა, კულტსახლი, ამბულატორია. 2007 წელს სოფელში აგებულ იქნა სპორტული დარბაზი.
ჟახუნდერში შემონახულია შუა საუკუნეების (VIII-IX სს) თლილი ქვით ნაგები წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია. ეკლესიას შესასვლელი განლაგებული აქვს დასავლეთიდან და სამხრეთიდან, სარკმელი მოჩუქურთმებულია, ჟახუნდერის ეკლესიის ხის მოჩუქურთმებული კარი დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 161 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 364 | 170 | 194 |
2014[1] | 161 | 78 | 83 |
ეტიმოლოგია
რედაქტირებასვანურად ჟახვ არყის ხეს ნიშნავს, უნდ კნინობითი სუფიქსია, შესაბამისად ჟახუნდერი ნორჩი ან პატარა არყნარის ამღნიშვნელია.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II