ტრისტან ცარა

(გადამისამართდა გვერდიდან ცარა, ტრისტან)

ტრისტან ცარა (Tristan Tzara), ნამდვილი სახელი სამი როზენსტოკი (Sami Rosenstock) (დ. 16 აპრილი, 1896, რუმინეთი — გ. 25 დეკემბერი, 1963, პარიზი) — რუმინული წარმოშობის ფრანგი პოეტი და ესეისტი. დადაიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი, ცნობილია თავისი მანიფესტებით.

ტრისტან ცარა
რუმ. Tristan Tzara
დაბადების თარიღი 16 აპრილი, 1896(1896-04-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბადების ადგილი მოინეშტი[11] ან ბაკეუ[12]
გარდაცვალების თარიღი 24 დეკემბერი, 1963(1963-12-24)[11] [13] (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი 7th arrondissement of Paris[11] ან პარიზი[12]
დასაფლავებულია მონპარნასის სასაფლაო
საქმიანობა ხელოვნების კოლექციონერი, პოეტი[13] , მწერალი[14] [13] [15] , დიპლომატი, კინორეჟისორი, მთარგმნელი, დრამატურგი, ესეისტი, კომპოზიტორი, ესტრადის მსახიობი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ფრანგული წინააღმდეგობის მებრძოლი, მხატველი, ფოტოგრაფი და აქტივისტი
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა  რუმინეთი
საფრანგეთი[16] [17]
ჟანრი პოეზია და პამფლეტი
Magnum opus Handkerchief of Clouds
მეუღლე გრეტა კნუტსონი
შვილ(ებ)ი Christophe Tzara
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ცარა დაიბადა მოინეშტში, რუმინეთში, რუმინულად მოლაპარაკე ებრაულ ოჯახში. მას ეკუთვნის პირველი დადაისტური ტექსტები: La Première Aventure céleste de Monsieur Antipyrine (ბატონი ანტიპირინის პირველი ზეციური თავგადასავალი) (1916), Vingt-cinq poèmes (ოცდახუთი ლექსი) (1918) და დადაიზმის მანიფესტების კრებული, Sept manifestes Dada (დადას შვიდი მანიფესტი) (1916-1924).

პარიზში ცარა მონაწილეობდა ხმაურიან აქციებში დადაისტებთან, ანდრე ბრეტონთან, ფილიპ სუპოსთან და ლუი არაგონთან ერთად. ეს გამოსვლები მიმართული იყო საზოგადოების შოკირებისა და მეტყველების ტრადიციული სტრუქტურის რღვევისკენ.

1929 წლის ბოლოს, ნიჰილიზმისა და განადგურებისგან დაღლილი ცარა დადაიზმთან შედარებით უფრო კონსტრუქტიულ და ჩამოყალიბებული მიმდინარეობას, სიურეალიზმს შეუერთდა. მან თავისი დროის დიდი ნაწილი მიუძღვნა სიურეალიზმისა და მარქსიზმის დაკავშირებას. 1937 წელს იგი საფრანგეთის კომუნისტურ პარტიაში შევიდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ცარა ფრანგული განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო. 1956 წელს უნგრული რევოლუციის ჩახშობისადმი პროტესტის ნიშნად მან დატოვა კომუნისტური პარტია.

თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო ცარა საბოლოოდ ხალხთან დაახლოვდა და თანდათან ლირიკულ პოეტად ჩამოყალიბდა. მის ლექსებში ავტორის სულიერი ტანჯვა აისახება.

ტრისტან ცარა გარდაიცვალა პარიზში, 1963 წელს და დასაფლავებულია მონპარნასის სასაფლაოზე.

ნაწარმოებები

რედაქტირება
  • ბატონი ანტიპირინის პირველი ზეციური თავგადასავალი 1916
  • ოცდახუთი ლექსი 1918
  • კინო კალენდარი აბსტრაქტული სახლი გულის 1920
  • დადას შვიდი მანიფესტი 1924
  • დაახლოებითი ადამიანი 1931
  • მარტო მოლაპარაკე 1950
  • შიდა სახე 1953

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. SNAC — 2010.
  3. Find a Grave — 1996.
  4. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  7. Béhar H. Tzara, Tristan // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T086786
  8. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  10. SIKART — 2006.
  11. 11.0 11.1 11.2 death certificate
  12. 12.0 12.1 Czech National Authority Database
  13. 13.0 13.1 13.2 The Fine Art Archive — 2003.
  14. Deutsche Nationalbibliothek Record #118624938 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  15. Collectie Boijmans Online — 2010.
  16. Museum of Modern Art online collection
  17. Journal officiel de la République française, Journal officiel de la République française. Document administratif — 1947. — ISSN 0242-6773