ვიკიპედია:რჩეული სტატიები/ფეხბურთი

საფეხბურთო კლუბი მიუნხენის ბაიერნი რედაქტირება

 
კლუბის ლოგო

საფეხბურთო კლუბი მიუნხენის ბაიერნი (გერმ.: FC Bayern München) გერმანიის სპორტული კლუბი მიუნხენიდან, ბავარია; ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი ფეხბურთის ისტორიაში; ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი. 2 საკონტინენტთაშორისო თასით, 4 ევროპის ჩემპიონთა ლიგის ტიტულით, 1 უეფას თასის ტიტულით, 1 თასების მფლობელთა თასის ტიტულით, 20 ეროვნული ჩემპიონატით, 13 გერმანული თასით, მიუნხენის ბაერნი გერმანიის მოწინავე საფეხბურთო კლუბია. ბაერნი საწევრო კლუბია და 132.000 წევრით მსოფლიოში სიდიდით მესამეა ბენფიკასა და ბარსელონას კლუბების შემდეგ. ბაიერნს ასევე განყოფილებები აქვს ჭადრაკში, ხელბურთში, კალათბურთში, ტანვარჯიშში, ბოულინგსა და მაგიდის ჩოგბურთში.

კლუბის მიმდინარე ხელმძღვანელობა: პრეზიდენტი — ფრანც ბეკენბაუერი; ვიცე–პრეზიდენტები — დოქტორ ფრიტე შრერერი, კარლ–ჰაინც რუმენიგე, ჰანს შიფელი; მენეჯერი — ული ჰიონესი; მწვრთნელი — ოტმარ ჰიცფელდი, მუშაობს 2007 წლის 1 თებერვლიდან. კონტრაქტი 2008 წ. მთავარი სპონსორია T-Mobile. (...სრულად)