ალიანც არენა (გერმ. Allianz Arena) — სტადიონი მიუნხენში, სადაც საშინაო მატჩებს მართავენ მიუნხენის ბაიერნი და მიუნხენ 1860.

სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობდა 2002-05 წლებში არქიტექტორული ფირმა „ჰერცოგი და დე მერონის“ პროექტის მიხედვით და დაჯდა 340 მილიონი ევრო. არენაზე ეტევა 69 901 (66 000 დასაჯდომი) მაყურებელი.

სტადიონი ფუტურისტული ნაგებობაა, გარედან მორთული რომბი ნეონის ნათურებით. როდესაც საფეხბურთო შეხვედრას „ბაიერნი“ მასპინძლობს, რომბები წითელ ფერში ინთება, „მიუნხენ 1860-ის“ მატჩების დროს ლურჯ ფერად. რომბები თეთრ ფერად ინთება, როდესაც გერმანიის ნაკრები თამაშობს.

აქ გაიმართა 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრები, მათ შორის ჩემპიონატის გახსნის შეხვედრა. 2012 წელს ალიანც არენაზე გაიმართა ჩემპიონთა ლიგის 2011-2012 სეზონის ფინალური მატჩი, სადაც ერთმანეთს „მიუნხენის ბაიერნი“ და „ლონდონის ჩელსი“ შეხვდნენ. შეხვედრა „ჩელსის“ გამარჯვებით დამთავრდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება