პორტალი:ფეხბურთი/იცოდით
- ...არგენტინული კლუბის „ინდეპენდიენტეს“ თავდამსხმელს, მალონს, 1973 წლის 18 მარტს მხოლოდ 1 წუთი და 50 წამი დასჭირდა იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის („ხიმნასია და ესგრიმა“) კარი სამჯერ აეღო!..
- ...ყველაზე მეტი მაყურებელი, ფეხბურთის ისტორიაში, დაესწრო 1950 წელს, რიო-დე-ჟანეიროში, მარაკანაზე გამართულ შეხვედრას, ბრაზილიასა და ურუგვაის შორის. ამ შეხვედრას 199,854 ადამიანი უყურებდა სტადიონიდან...
- ...ყველაზე მეტი გოლი, რაც კი ერთ ფეხბურთელს ერთ თამაშში, დაუგროვებია არის 16...
- ...დიეგო მარადონა მხოლოდ 16 წლის იყო როდესაც არგენტინის ნაკრებში მისი დებიუტი შედგა...
- ...კარლოს ცეზლი, ჩილედან, იყო პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე წითელი ბარათი მიიღო...