იაპონიის პრემიერ-მინისტრი
იაპონიის პრემიერ-მინისტრი — იაპონიის მთავრობის მეთაური. იგი ინიშნება პარლამენტის მიერ პარლამენტართაგან და შემდეგ იმპერატორი უმტკიცებს მას უფლებამოსილებას. როგორც მინისტრთა კაბინეტის უფროსი, იგი მინისტრებს ნიშნავს და ხსნის თანამდებობიდან. იაპონიის ახლანდელი პრემიერ-მინისტრია სინძო აბე, 2012 წლის 26 დეკემბრიდან.