ორომიის რეგიონი (ორ. Oromiyaa, ამჰ. ኦሮሚያ ክልል) — ეთიოპიის რეგიონი. მისი დე-ფაქტო დედაქალაქია — ადამა, დე-იურე — ადის-აბება. მოსახლეობა — 32 815 995 ადამიანი[1] (2014 წელი), რითაც პირველია ქვეყნის რეგიონებს შორის, ფართობი — 284 537,84 კმ²[2]. იგი გადაჭიმულია ქვეყნის დასავლეთ საზღვრიდან, სამხრეთ-დასავლეთ საზღვრამდე. რეგიონი ესაზღვრება ქვეყნის დანარჩენ ყველა რეგიონს, ტიგრაის რეგიონის გარდა, ხოლო მეზობელი ქვეყნებიდან ესაზღვრება კენიას და სამხრეთ სუდანს.

რეგიონი
ორომიის რეგიონი
ორ. Oromiyaa
ამჰ. ኦሮሚያ ክልል
დროშა გერბი

ქვეყანა ეთიოპიის დროშა ეთიოპია
ადმ. ცენტრი ადის-აბება და ადამა
კოორდინატები 7°59′21″ ჩ. გ. 39°22′52″ ა. გ. / 7.98917° ჩ. გ. 39.38111° ა. გ. / 7.98917; 39.38111
ფართობი 284 537,84 კმ²
მოსახლეობა 32 815 995 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 115,33 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+3]]

XXI საუკუნემდე ორომიის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქალაქი ადის-აბება, რომლის დასახელებაც ორომოს ენაზე გამოითქმის, როგორც — ფინფინი. ორომიის ადმინისტრაციული ცენტრის გადატანამ ადამაში გამოიწვია მრავალრიცხოვანი კამათი. 2005 წლის 10 ივნისს ორომოს ხალხის დემოკრატიულმა ორგანიზაციამ, რომელიც ქვეყნის მმართველი კოალიციის ნაწილია, განაცხადა, რომ ის აპირებს გადაიტანოს ორომიის ადმინისტრაციული ცენტრი უკან ადის-აბებაში.

მოსახლეობა

რედაქტირება

2007 წლის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობა შეადგენს 27 158 471 ადამიანს, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს — 11,3 %-ს (3 370 040 ადამიანი). მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვეა 91,09 ად./კმ². რეგიონში აღრიცხულია 5 590 530 ცალკეული მეურნეობა, ასე რომ, საშუალოდ 4,8 ადამიანი მოდის ერთ მეურნეობაზე. ძირითადი ეთნიკური ჯგუფებია: ორომოები — 87,8 %, ამჰარები — 7,22 %, გურაგელები — 0,93 % და სხვა. დღეისათვის ორომოს ენის დამწერლობა ხდება ლათინური ასოებით და ეს არის ყველაზე უფრო გავრცელებული ენა რეგიონში, რაც შეადგენს რეგიონის მოსახლეობის სალაპარაკო ენის 83,5 %-ს. სხვა მსხვილი ენებია: ამჰარული ენა — 11 %, გურაგული ენა, ჰადიას ენა და გედეოს ენა — 0,98 % და ტიგრინიული ენა — 0,25 %. მოსახლეობის 47,5 % მუსულმანია; 30,5 % — ქრისტიანი-მონოფიზიტი; 17,7 % — პროტესტანტი; მოსახლეობის დაახლოებით 3,3 % მიეკუთვნება ტრადიციულ აფრიკულ რელიგიებს. რელიგიური სურათი ქალაქის რაიონებში მკვეთრად განსხვავებულია, აქ ქრისტიანი-მონოფიზიტები შეადგენენ 51,2 %-ს; მუსულმანები — 29,9 %-ს; პროტესტანტები — 17,5 %-ს; სხვა რელიგიური ჯგუფები — 1,5 %-ს.

1994 წლის აღწერის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობა შეადგენდა 18 732 525 ადამიანს, ქალაქის მოსახლეობა იყო დაახლოებით 14 %. რეგიონში ძირითადი ენაა — ორომო (რეგიონის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 83,5 %), დაახლოებით 11 % ლაპარაკობს ამჰარულ ენაზე.

CSA-ს 2004 წლის მონაცემებით, მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით 32 %-ს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს სუფთა სასმელი წყლით (23,7 % სოფლებში და 91 % ქალაქებში). განათლების დონე შეადგენს 61,5 %-ს მამაკაცებისათვის და 29,5 %-ს ქალებისათვის. ბავშვთა სიკვდილიანობა შეადგენს 76 ბავშვს 1000 დაბადებულიდან (რაც, ქვეყნის საშუალოზე მაჩვენებელს თითქმის უტოლდება — 77 ბავშვი 1000 დაბადებულზე).

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Federal Demographic Republic of Ethiopia Central Statistical Agency – Population Projection of Ethiopia for All Regions At Wereda Level from 2014 – 2017. 2014 Population and Housing Census of Ethiopia. CSA (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 1 October 2014.
  2. 2011 National Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2015-10-03.