იაო (ჩინ.:  — მაღალი, ძვ. წ 2353  — ძვ. წ 2234 ) — ლეგენდარული ჩინელი იმპერატორი, მე-4 “5 უძველესი იმპერატორიდან„ , თავისი ფიზიკურობით ღვთაებრივი და ადამიანური ნაკვთების გამაერთიანებელი. ასევე ატარებდა სახელებს ფანსუნი, თანგ იაო, თაოთანგი.

 

იყო ლეგენდარული იმპერატორის დი კუს შვილი, მე-3 „5 უძველესი იმპერატორიდან“. ტახტზე 20 წლის ასაკში დაჯდა და იმპერატორი 100 წლის მანძილზე იყო (ჩინური ტრადიციების მიხედვით ძვ. წ 2356—2256 წწ). იაოს ერთ-ერთი ძირითადი ღვაწლი კაცობრიობის წინაშე იყო ის, რომ მან ააშენა მრავალი ჯებირი და არხი, რომელთა დახმარებითაც შეძლო შეეჩერებინა და დაეხშო მსოფლიო დატბორვა, რომელიც წარმოიქმნა მდინარე ხუანხეს გადიდებით, რაც დედამიწაზე ყველა ცოცხალის განადგურებას უწევდა საშიშროებას.

იაოს სხვა დამსახურებას მიეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის კალენდრის შექმნა, რომლის ციკლიც მას უკარნახა შესანიშნავმა „კალენდრის მცენარემ“. პირველი 15 დღე მის ღეროებზე იზრდებოდა ერთ-ერთი ფოთოლი, ხოლო შემდეგ 15 დღის განმავლობაში ერთ-ერთი ფოთოლი ცვიოდა. ასევე იაო, ზეციურ მსროლელ ი-სთან ერთან, დააწყნარა მეამბოხე ქარის სულები.

ჩინურ ტრადიციებში იაო ცნობილია როგორც პირადი მოკრძალების განსახიერება, მოქალაქეებზე ზრუნვა და თავგანწირვა. კონფუცი თვლიდა მას, ლეგენდარული იმპერატორების შუნემისა და იუემის გვერდით, „სრულყოფილი ადამიანის“ განსახიერბეით. იაო იცმევდა ძალიან ჩვეულებრივად, ცხოვრობდა ჩვეულებრივ ქოხში, დაფარულილერწმით და იკვებებოდა ველური მცენარეებით შექმნილი საწამლავით და ბრინჯით. თავისი იმპერატორობის პერიოდში იაოს მოუწია ხანგრძლივი და სისხლიანი ომების განხორციელება მიაოს ტომებთან, რომლებიც მუდმივად ესხმოდნენ ჩინეთს.

ტახტის მემკვიდრედ იაომ არა თავისი უღირსი შვილი დანჟუ წარადგინა, არამედ ბრძენი მრჩეველი შუნი, რომელზეც მიათხოვა თავისი ორი ქალიშვილი. იაომ ასევე ასტრონომებს სის და ჰეს უბრძანა ზეციურ ორგანოებზე რეგულარული დაკვირვება, რამაც ჩინურ ასტრონომიას დაუდო საფუძველი. მნიშვნელოვანი ტრადიციული წყარო ანტიკური ჩინეთის ტრადიციების შესახებ, კონფუცის კრებული „შუ ჯინი“(ძვ. წ III), ისტორიის ათვლას სწორედ იმპერატორი იაოდან იწყებს.

იაოს სახელს უკავშირდება ჩინური ტრადიციული თამაშის „ვეიჩის“ გამოგონება, გავრცელებული ინფორმაციების თანახმად ეს თამაში მისი შვილის დანჟუს გამოსწორებისთვის იყო შექმნილი.[1] იაოს გარდაცვალების შემდეგ ჩვეულებრივ სამ წლიანი გლოვის შემდეგ, შუნმა დაასახელა დანჟუ როგორც მმართველი თუმცა ხალხი მხოლოდ შუნს აღიარებდა სრულფასოვან მემკვიდრედ.

დინასტიური მემკვიდრეობა

რედაქტირება

იაო გამოცხადებული იყო ჰანის დიანასტიის მემკვიდრედ იმპერატორ ლიუ ბანგის მიერ.[2] ასევე სხვა მნიშვნელოვანი თავადებიც ამტკიცებდნენ ყვითელი იმპერატორის წარმოშობას.[3]

გარდაცვალება

რედაქტირება

არსებობს რამდნეიმე ადგილი, ისტორიულად იდენტიფიცირებული იაოს საფლავთან. ერთ-ერთი მათგანი მდებარეობს ლინფენში 臨汾, შანსის პროვინცია. 1781 წელს იმპერატორმა ცანლუნმა უარყო ცან ცაის თხოვნა 钱载 გულინში ავთენტური საფლავის დაკრძალვის ოფიციალური განცხადების შესახებ 谷林 (შანდუნის პროვინცია).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ежов В. В. „Мифы Древнего Китая“, Москва 2004
  • Anne Birrell „Chinesische Mythen“, Stuttgart 2002
  • Anthony Christie „Chinesische Mythologie“, Wiesbaden 1969.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Yang, Lihui (2005). Handbook of Chinese mythology. ABC-CLIO Ltd, გვ. 228. ISBN 978-1-57607-806-8. 
  2. Patricia Buckley Ebrey (2003). Women and the family in Chinese history, illustrated, Psychology Press, გვ. 171. ISBN 0-415-28823-1. ციტირების თარიღი: 2012-04-01. 
  3. Fabrizio Pregadio (2008). რედ. Fabrizio Pregadio: The encyclopedia of Taoism, Volume 1, illustrated, Psychology Press, გვ. 505. ISBN 0-7007-1200-3. ციტირების თარიღი: 2012-04-01.