ჩინელები
ჩინელები — დედამიწის ყველაზე მრავალრიცხოვანი ერი, ჩინეთის ძირითადი მოსახლენი (1,207 მლნ). დიდი ჩინური დიასპორებია მალაიზიაში (5,2 მლნ), ინდონეზიაში (5,2 მლნ), სინგაპურში (3,684 მლნ), ფილიპინებში (1.146 მლნ).
- სახელები: თვითწოდება - ჩინ.: 汉族 ხან, ხანჟენ; ფრანგ.- Chinois; რუს. - Китайцы.
- საერთო რაოდენობა: დაახლ. 1,4 მილიარდი. მიეკუთვნება მონგოლოიდური რასის წყნარი ოკეანის შტოს.
- ენა: ჩინური.
- რელიგია: ბუდისტები, დაოსისტები, კონფუციანელები, არიან აგრეთვე ქრისტიანები.
ჩინელები | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
1,4 მილიარდი | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ჩინეთი | 1,207,541,842[1] |
ჩინეთის რესპუბლიკა (ტაივანი) | 22,575,365[1] |
ჰონგ-კონგი | 6,593,410[1] |
სინგაპური | 3,684,936 |
ენები | ჩინური |
რელიგიები | ჩინური ხალხური რელიგია, მაჰაიანა, დაოსიზმი, კონფუციანელობა[2], ქრისტიანობა და სხვა რელიგიური უმცირესობები. |
ჩინელების წინაპრებს მიეკუთვნებიან იანძის და ხუანხეს აუზში მცხოვრები მიწათმოქმედი ტომები, რომლებმაც ძვ. წ. III-II ათასწლელებში შექმნეს ერთმანეთისგან განსხვაებული ნეოოლითური კულტურები. ძვ. წ. II ათასწლეულში აღმოცენდა სახელმწიფოებრივი გაერთიანება ინი, რომელიც ძვ. წ. XI საუკუნეში დაიპყრეს მეზობელმა ჯოუს ტომებმა. ძველი ჩინელი ხალხი წარმოიშვა ხანის დინასტიის დროს, ძვ. წ. III–ახ. წ. III საუკუნეებში. ხანის სახელმწიფოს ზრდას მოჰყვა ჩინელების გადასახლება სამხრეთით. VI-IX საუკუნეებში ჩინელების ეთნიკურ კონსოლიდაციას ხელი შეუწყო ტანის დინასტიის არსებობამ. XIII საუკუნის შუა წლებში ჩინეთის სახელმწიფოები დაიპყრეს მონღოლებმა. მათი განდევნის შემდეგ გრძელდებოდა ჩინელების გადასახლება სამხრეთთ. XVII-XX საუკუნეების მანჯურიული ცინის დინასტიის დროს ჩამოყალიბდა ჩნეთის თანამედროვე პოლიტიკური საზღვრები. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისიდან ჩინელები დასახლდნენ მანჯურიაშიც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 136.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-13. ციტირების თარიღი: 2011-08-09.
- ↑ Travel China Guide – Han Chinese, Windows on Asia – Chinese Religions დაარქივებული 2009-02-20 საიტზე Wayback Machine. , China – Travel China Guide – Religions and Beliefs, Every Culture – Han people: Religion and Expressive Culture, Every Culture – Han Chinese in the People's Republic of China