მაპუტუს ყურე
მაპუტუს ყურე (ადრინდელი დასახელება დელაგოა; პორტ. Baía de Maputo, Baía da Lagoa) — ყურე, ერთ-ერთი საუკეთესო ნავსაყუდელი ინდოეთის ოკეანეში. მდებარეობს მოზამბიკის სრუტის სამხრეთში, მოზამბიკის სანაპიროსთან.
ყურის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 112 კმ-ს, სიგანე — 25-დან 40 კმ-მდეა, სიღრმე — 10-დან 16 მეტრამდე. სანაპირო ვაკიანია, ჭაობიანი, დაფარული ტყით. ყურესთან შეერთების ადგილას ჩამავალი მდინარეები (მაგალითად, ლიმპოპო) წყლითაა ამოვსებული და ქმნიან უბეებს. მოქცევის სიდიდე შეადგენს 1,8-დან 5 მეტრამდე. განვითარებულია თევზაობა (კიბორჩხალების დაჭერა). მთავარი პორტია — მაპუტუ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Owen, W. F. W. (1833). Narrative of Voyages to Explore the Shores of Africa, Arabia, and Madagascar, Performed in His Majesty's ship Leven and Barracouta under the direction of Captain W. F. W. Owen, Volume 1, J. & J. Harper.
- WorldStatesmen- Mozambique