აგავა
აგავა (ლათ. Agáve) — მცენარეთა გვარი სატაცურისებრთა ოჯახისა. აქვს მოკლე ღერო და როზეტისებრად შეკრული დიდი, ხორციანი, ზოგიერთ სახეობას ეკლიანი და ჭრელი ფოთლები. ყვავის ერთხელ, 6-15 წლის ასაკში, მაისიდან აგვისტომდე.
აგავა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Agave | |||||||||||||||
|
ეზრდება 10-12 მ სიმაღლის ყვავილედის ყუნწი და უხვად გამოაქვს ყვავილი (17 ათასამდე). ნაყოფის მომწიფების შემდეგ მცენარის ყველა მიწისზედა ორგანო კვდება.
ცნობილია აგავის სამასამდე სახეობა. ველურად ხარობს მექსიკაში. აგავა დეკორატიული მცენარეა. მეტწილად გავრცელებულია ამერიკული აგავა (Agave americana), რომელიც გაშენებულია ყირიმისა და კავკასიის შავი ზღვის სანაპიროს პარკებში.
აგავის ბევრი სახეობის ფოთლებისაგან იღებენ ბოჭკოს (სიზალი, გენეკენი და სხვა) და ამზადებენ თოკებს, ჯაგრისებსა და უხეშ ქსოვილს. ნარჩენებისაგან მზადდება შესაფუთი ქაღალდი. აგავის შაქრიანი წვენისაგან ალკოჰოლიან სასმელებს აყენებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 51.