ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბუშმენები — ბუშმენები, რომლებსაც სანის ტომსაც ეძახიან, სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ ხალხთა ჯგუფია. მათი უმეტესობა კალაჰარის უდაბნოს მახლობლად, ბოტსვანასა და ნამიბიაში ბინადრობს. სანის ტომის წევრთაგან ზოგი ფერმებში მუშაობს, სხვები კი მომთაბარეობენ. ბუშმენთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 80 000 კაცს შეადგენს. მომთაბარეები 25–30 კაციან ჯგუფებად ცხოვრობენ და ნადირობითა და შემგროვებლობით ირჩენენ თავს. მათ იციან, როგორ გაიტანონ თავი უდაბნოს მკაცრ პირობებში და შეუძლიათ ისეთ ადგილებში მოიპოვონ საჭმელ–სასმელი, სადაც თითქოს არაფერია ქვიშისა და ბუჩქნარის გარდა.

ბუშმენები მშვილდითა და მოწამლული ისრებით ხოცავენ ნადირებს. ვაჟებს მონადირეებად წვრთნიან. ყმაწვილი ცოლს ვერ მოიყვანს, ვიდრე დიდ ცხოველს არ მოინადირებს. ჯგუფის სხვა წევრები, ფესვებს, კენკრას, თხილსა და სხვადასხვა მცენარეების თესლს აგროვებენ.

მომთაბარეობა

რედაქტირება

სასმელ–საჭმელის მოსაპოვად ჯფუფს ხშირად სჭირდება საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ჩვილებს ზურგზე მოკიდებული ტომრებით დაატარებენ, წყალს კი — სირაქლემას კვერცხის ნაჭუჭით. მათი ავლადიდება მსუბუქია და ადვილად გადასატანი. ზოგჯერ ნახევარწრის ფორმის დავშესაფარს აგებენ ტოტებისა და ბალახისაგან და მასში კვირების განმავლობაში ცხოვრობენ.

ღამღამობით ხშირად უსმენენ მოხუცთა მიერ მონათხრობ ამბებს.

ბუშმენების ისტორია

რედაქტირება
 

ბუშმენები, ალბათ, სამხრეთ აფრიკის პირველი ბინადრები იყვნენ და შესაძლოა 20 000 წელზე მეტია იქ ცხოვრობენ. ნაპოვნია მათი წინაპრების კლდის მხატვრობა, რომელიც რამდენიმე ათასი წლის წინანდელია.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბუშმენები“-დან