ჰოტენტოტები (საკუთარი სახელწოდება კოიკოინ — „ნამდვილი ხალხი“) — ნამიბიის ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებში, აგრეთვე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები ხალხი. ლაპარაკობენ ჰოტენტოტურ ენებზე, იციან აფრიკაანსიც. რელიგიით უმრავლესობა პროტესტანტია. ბუშმენების მსგავსად ჰოტენტოტები სამხრეთ აფრიკის უძველესი მოსახლეობაა, რომლებიც ბანტუ ხალხებმა მატერიკის სამხრეთ-დასავლეთ უკაცრიელ რაიონებში განდევნეს, ხოლო XVII საუკუნიდან — XX საუკუნის დასაწყისამდე ევროპელმა კოლონიზატორებმა გაანადგურეს. ამჟამად ჰოტენტოტების ნაწილი ცხოვრობს რეზერვაციებში. მისდევენ მესაქონლეობას და მიწადმოქმედებას. უმრავლესობა მუშაობს ევროპელთა ფერმებსა და ქარხნებში.

ჰოტენტოტი

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: