ნამპულის პროვინცია
ნამპულის პროვინცია (პორტ. Nampula) — პროვინცია მოზამბიკში.
პროვინცია | |
---|---|
ნამპულის პროვინცია პორტ. Nampula | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ადმ. ცენტრი | ნამპულა |
კოორდინატები | 15°15′00″ ს. გ. 39°30′00″ ა. გ. / 15.25000° ს. გ. 39.50000° ა. გ. |
ფართობი | 81 606 კმ² |
მოსახლეობა | 4 049 082 კაცი (2007) |
სიმჭიდროვე | 49,62 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1, სექტემბრიდან აპრილამდე UTC+2]] |
![]() | |
ნამპულის პროვინცია მდებარეობს მოზამბიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ის ესაზღვრება კაბუ-დელგადუს პროვინციას, ჩრდილო-დასავლეთით — ნიასის პროვინციას, სამხრეთ-დასავლეთით — ზამბეზიის პროვინციას. აღმოსავლეთიდან მას ესაზღვრება ინდოეთის ოკეანე. ფართობი — 81 606 კმ². მოსახლეობა — 4 049 082 ადამიანი (2007). ადმინისტრაციული თვალსაზრისით პროვინცია იყოფა 18 რაიონად და 5 ოლქად. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს მაკუას ხალხი.
პორტუგალიური ბატონობის პერიოდში პროვინციას თავდაპირველად ერქვა მოზამბიკი, შემდეგ ეს სახელწოდება მთელს ქვეყანაზე გავრცელდა.
პროვინციაში ვითარდება სოფლის მეურნეობის წარმოება, მათ შორის: ანანასის, ბანანის, ყავის, ბამბის, სიმინდის, მანგოსა და თამბაქოსი.
ნამპულის პროვინციის შემადგენლობაში შედის კუნძული მოზამბიკი, რომელიც 1992 წელს შევიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობაში.