კაბუ-დელგადუს პროვინცია
კაბუ-დელგადუს პროვინცია (პორტ. Cabo Delgado) — პროვინცია მოზამბიკში.
პროვინცია | |
---|---|
კაბუ-დელგადუს პროვინცია პორტ. Cabo Delgado | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ადმ. ცენტრი | პემბა |
კოორდინატები | 12°45′00″ ს. გ. 39°30′00″ ა. გ. / 12.75000° ს. გ. 39.50000° ა. გ. |
ფართობი | 82 625 კმ² |
მოსახლეობა | 1 632 065 კაცი (2007) |
სიმჭიდროვე | 19,75 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1, სექტემბრიდან აპრილამდე UTC+2]] |
ოფიციალური საიტი | http://www.cabodelgado.gov.mz/ |
![]() | |
კაბუ-დელგადუს პროვინცია მოზამბიკის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. მისგან ჩრდილოეთით გადის სახელმწიფო საზღვარი მოზამბიკსა და ტანზანიას შორის. პროვინციის დასავლეთით მდებარეობს ნიასის პროვინცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ნამპულის პროვინცია, აღმოსავლეთით — ინდოეთის ოკეანე. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი პემბა (141 316 მცხოვრები 2006 წლის მონაცემებით). ფართობი — 82 625 კმ². მოსახლეობა — 1 632 065 ადამიანი (2007). ადმინისტრაციული თვალსაზრისით კაბუ-დელგადუ იყოფა 16 რაიონად და 3 ოლქად. პროვინცია ძირითადად დასახლებულია მაკუასა და მაკონდეს ხალხებით.
მოზამბიკის დამოუკიდებლობის ომის წლებში კაბუ-დელგადუ ძირითადი ბაზა იყო ფრელიმოს პარტიზანებისთვის, რომლებიც დახმარებას იღებდნენ ტანზანიიდან.
კაბუ-დელგადუს პროვინციას მიაკუთვნებენ კვირიმბასის არქიპელაგს, რომელიც 2008 წლიდან დასახელებულია იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის კანდიდატად. არქიპელაგის მთავარი ქალაქი იბო (დაახ. 3,5 ათასი მცხორვრები) 1761-1929 წლებში კაბუ-დელგადუს კოლონიის ადმინისტრაციული ცენტრი იყო (შემდეგ დედაქალაქი გადაიტანეს პორტ-ამელიაში, ახლა — პემბა). იბოში შემონახულია პორტუგალიური ფორტი სან-ჟუანი და კოლონიალური ადმინისტრაციის დროინდელი ნაგებობები.