ნამპულა
ნამპულა (პორტ. Nampula) — ქალაქი მოზამბიკში. ნამპულის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია.
ქალაქი | |
---|---|
ნამპულა პორტ. Nampula | |
![]() ნამპულის კათოლიკური ეკლესია | |
ქვეყანა |
![]() |
დაქვემდებარება | ქალაქი |
პროვინცია | ნამპულის პროვინცია |
კოორდინატები | 15°07′00″ ს. გ. 39°15′00″ ა. გ. / 15.11667° ს. გ. 39.25000° ა. გ. |
დაარსდა | 1919 |
ამჟამინდელი სტატუსი | 1956 |
ფართობი | 320 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 360 მ |
მოსახლეობა | 477 900 კაცი (2007) |
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 |
გეოგრაფია რედაქტირება
ქალაქი ნამპულა მდებარეობს მოზამბიკის ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 360 მეტრ სიმაღლეზე[1].
ისტორია რედაქტირება
ქალაქი დაარსდა მოზამბიკში პორტუგალიური ბატონობის პერიოდში და ნიასის კოლონიის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. ქალაქის სტატუსი მან 1956 წელს მიიღო. ქალაქის ცენტრი მოცულია XX საუკუნის პორტუგალიური კოლონიალური არქიტექტურის შესანიშნავი მაგალითებით, რომელთა შორისაც გამოიყოფა კათოლიკური ეკლესია „de Nosa Senhora da Conceicao“.
1996 წელს ქალაქში გაიხსნა მოზამბიკის კათოლიკური უნივერსიტეტი (UCM).
მოსახლეობა რედაქტირება
მოსახლეობა — 477 900 ადამიანი (2007 წლის აღწერის მონაცემები), ამ მონაცემით ის სიდიდით მესამეა ქვეყანაში — მაპუტუსა და მატოლას შემდეგ.
წელი | მოსახლეობა |
---|---|
1970 | 126 126 |
1997 | 314 965 |
2007 | 477 900 |
ეკონომიკა რედაქტირება
ნამპულა ჩრდილოეთ მოზამბიკის უმსხვილესი ეკონომიკური ცენტრია, მისი მრეწველობითა და საბანკო საქმით. ნამპულის ეკონომიკურად განვითარებული რეგიონი, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია ქალაქის მიმდებარე რაიონებში, პლანტაციებში, სოფლის მეურნეობის პროდუქციის (ბამბა, ბოსტნეული კულტურები, სიმინდი, არაქისი და ყავა) მოყვანასა და გადამუშავებასთან.
ტრანსპორტი რედაქტირება
ნამპულაზე გადის სარკინიგზო გზა ნაკალა-ლიშინგა, რომელიც აფრიკის ღრმა რაიონებს აკავშირებს პორტებსა და ინდოეთის ოკეანესთან. არსებობს საერთაშორისო აეროპორტი.
ცნობილი მაცხოვრებლები რედაქტირება
- აბელ შავიერი — ყოფილი პორტუგალიელი ფეხბურთელი
- კარლუშ კეიროში — პორტუგალიელი მწვრთნელი და ფეხბურთის სპეციალისტი
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Nampula, Mozambique Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-01-29.