მატოლა
მატოლა (პორტ. Matola) — ქალაქი მოზამბიკის სამხრეთში. შედის მაპუტუს პროვინციაში. მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქიდან, მაპუტუდან, დასავლეთით 12 კმ-ში. მოსახლეობა — 675 422 ადამიანი (2007 წლის აღწერის მონაცემები)[1].
ქალაქი | |
---|---|
მატოლა პორტ. Matola | |
ქვეყანა | მოზამბიკი |
დაქვემდებარება | ქალაქი |
პროვინცია | მაპუტუს პროვინცია |
კოორდინატები | 25°58′00″ ს. გ. 32°28′00″ ა. გ. / 25.96667° ს. გ. 32.46667° ა. გ. |
ფართობი | 373 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 3 მ |
მოსახლეობა | 675 422 კაცი (2007) |
სიმჭიდროვე | 1810,78 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 |
საფოსტო ინდექსი | 1114 |
ოფიციალური საიტი | https://www.pmaputo.gov.mz/por/Ver-Meu-Distrito/Matola |
გეოგრაფია
რედაქტირებამატოლის რაიონზე გადის იმავე სახელწოდების მდინარე, რომელიც ჩაედინება მაპუტუს ყურეში. თვითონ ქალაქი ყურის სანაპიროზეა განლაგებული.
ეკონომიკა
რედაქტირებამატოლა მნიშვნელოვან სამრეწველო ცენტრს წარმოადგენს. მისი პორტის გავლით ექსპორტირდება ქრომი, რკინა და სხვა სასარგებლო წიაღისეული სვაზილენდიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ბოტსვანასა და ზამბიიდან[2]. პორტის გარშემო მუშაობს სხვადასხვა საქმიანობის კომპანიები, მათ შორის, ფოლადგამომდნობი და ნავთობქიმიური ქარხნები, შახტები, კარიერები, ასევე პლანტაციები, რომლებშიც მოჰყავთ სხვადასხვა ხილი, ბანანი, თამბაქო და შაქრის ლერწამი[2]. ასევე განვითარებულია საპნის და ცემენტის წარმოება. მატოლაში მუშაობს მოზამბიკში ალუმინის წარმოების ერთ-ერთი უდიდესი ქარხანა[3]. გაზსადენების წარმოებითაა დაკავებულია კომპანია „Matola Gas Company“[4].
ტრანსპორტი
რედაქტირებამატოლა მიეკუთვნება მოზამბიკის პორტებისა და რკინიგზების ქსელის სამხრეთ სეგმენტს.
მოსახლეობა
რედაქტირებამატოლისთვის, ისევე როგორც სხვა მრავალი აფრიკული ქალაქისთვის, დამახასიათებელია მოსახლეობის მაღალი მატება.
აღწერის წელი | მოსახლეობა[1] |
---|---|
1997 | 440 927 |
2007 | 675 422 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Mozambique: largest cities and towns and statistics of their population. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2011-05-05. (ინგლისური) (გერმანული) (ფრანგული) (ესპანური)
- ↑ 2.0 2.1 Ports of Maputo and Matola, Mozambique, undergo refurbishment. FreshPlaza. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2011-05-05.
- ↑ Mozal II. International Finance Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2011-05-05.
- ↑ Matola Gas Company (MGC). Gigajoule: Natural Gas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2011-05-05.