ტეტე (პორტ. Tete) — ქალაქი მოზამბიკში, მდინარე ზამბეზის ქვედა დინებაში, მდინარის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე პლატოზე, რომლის სიმაღლეც 500 მეტრია. შედის ტეტეს პროვინციაში. მოსახლეობა — 169 967 ადამიანი (2010 წლის აღწერის მონაცემები). ტეტეზე გადის ჯერ კიდევ პორტუგალიური კოლონიალური პერიოდის სტრატეგიული შოსეები, რომელიც აკავშირებს მალავისა და ზიმბაბვეს ინდოეთის ოკეანესთან. კლიმატი ქალაქში არის ცხელი, ჰაერის მომატებული სინესტით.

ქალაქი
ტეტე
Tete

ტეტე
დროშა გერბი

ქვეყანა მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
დაქვემდებარება ქალაქი
პროვინცია ტეტეს პროვინცია
კოორდინატები 16°10′00″ ს. გ. 33°36′00″ ა. გ. / 16.16667° ს. გ. 33.60000° ა. გ. / -16.16667; 33.60000
ფართობი 149.3 კმ²
ცენტრის სიმაღლე 140±1 მეტრი
მოსახლეობა 169 967 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+2
ტეტე — მოზამბიკი
ტეტე

ტეტე დააარსეს არაბმა ვაჭრებმა, რომლებსაც სავაჭრო კავშირები ჰქონდათ მონომოტაპას ცენტრალური-აფრიკის იმპერიასთან. 1531 წელს ქალაქი გადავიდა პორტუგალიელების ხელში, რომლებმაც აქ სამხედრო გარნიზონი განათავსეს. ტეტეზე ბატონობა პორტუგალიელებს მდინარე ზამბეზიდან მისი ინდოეთის ოკეანეში ჩასვლამდე მიდამოების კონტროლის საშუალებას აძლევდა (420 კილომეტრზე მეტი).

XVIII საუკუნეში ტეტე ხდება მსხვილი ქალაქი, კოლონიალური ადმინისტრაციისა და საეკლესიო მართვის ცენტრი. ქალაქში მუდმივად იმყოფებოდა პორტუგალიის ჯარის 100 ჯარისკაცი; აქ იგებოდა ქვის კათედრალური ტაძრები, საავადმყოფოები, გუბერნატორის სასახლე; ქალაქი შემოსაზღვრული იყო ქვის კედლით. იმხანად ტეტე მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო, სადაც ხორციელდებოდა ოქროს, სპილოს ძვლის, 1650 წლიდან კი, მონების შეწყიდვა. ტეტეს მახლობლად მდებარეობდა იეზუიტური მისიონერული სადგური.

მოზამბიკის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებისა, 1975 წელს, და ათწლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ ტეტე დაკნინებული იყო.

დემოგრაფია

რედაქტირება
ქალაქის მოსახლეობა წლების მიხედვით[1]:
1986 1997 2007 2010
56 178 104 832 152 909 169 967

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Tete. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 2011-05-05.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტეტე&oldid=4371349“-დან