წიწაკა
წიწაკა (Capsicum) — მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბუჩქბალახი, კულტურაში ერთწლოვანი ბოსტნის მცენარეა. აქვს განტოტვილი, 30-130 სმ სიმაღლის ღერო.
მარტივი მოგრძო ან მოკლეყუნწიანი ფოთოლი. ნაყოფი ცრუ კენკრაა. კულტურაში გვხვდება წიწაკის 4 სახეობა, რომელთაგან ევრაზიაში ფართოდაა გავრცელებული მექსიკური წიწაკა (Capsicum annuum).
განასხვავებენ წიწაკის მწარე და ტკბილ ჯიშებს. მწარეს იყენებენ საკაზმ-სანელებლად, ტკბილს — საკონსერვო და კულინარულ წარმოებაში. საქართველოში გვხვდება ქუთაისური და სხვა ადგილობრივი ჯიშები.
ლიტერატურა
რედაქტირება- რობაქიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 335.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: