კანპური (ჰინ. कानपुर; ურდუ کان پور) — ქალაქი ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატის სამრეწველო დედაქალაქი. იგი ინდოეთის მე-11 ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი.[2]

ქალაქი
კანპური
ჰინ. कानपुर
ურდუ کان پور
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი უტარ-პრადეში
კოორდინატები 26°28′00″ ჩ. გ. 80°20′00″ ა. გ. / 26.46667° ჩ. გ. 80.33333° ა. გ. / 26.46667; 80.33333
ფართობი 1640 კმ²
ცენტრის სიმაღლე 126
მოსახლეობა 2 767 031[1] კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1 366 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი +0512
საფოსტო ინდექსი 208001
საავტომობილო კოდი UP-78
ოფიციალური საიტი kanpurnagar.nic.in
კანპური — ინდოეთი
კანპური

კანპური ჩრდილოეთ ინდოეთის ერთ-ერთი უძველესი ინდუსტრიული ქალაქია.[3] მისი მეტროპოლიური არეალის ფართობი 1 640 კმ²-ია, ქალაქის ფართობი კი 829 კმ², მოსახლეობა კი დაახლოებით 3 მლნ ადამიანი. ადმინისტრაციულად იყოფა 6 ზონად.[4]

ბოლო წლებში, ქალაქი ვითარდება როგორც ტექსტილის, ტყავის, ელექტრონიკის, ქიმიური, კვების, ავტომობილების, კომუნიკაციების, უძრავი ქონების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, კოსმოსური და საინჟინრო წარმოების ცენტრი. ქალაქი ასევე მნიშვნელოვან საინფრასტრუქტურო ცენტრად იქცა. კანპური სპეციალიზდება ერთსართულიან სახლებზე, მოსახლეობის დაახლოებით 50% ცხოვრობს სწორედ ასეთ სახლებში, რაც კანპურს ინდოეთში ერთადერთ ქალაქად აქცევს, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა კერძო სახელბში ცხოვრობს და არა აპარტამენტებში.

მიჩნეულია, რომ კანპური საჩენდის სახელმწიფოს კანდელას დინასტიამ დააარსა.[5]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. [http://www.censusindia.gov.in/2011-prov- results/paper2/data_files/India2/Table_2_PR_Cities_1Lakh_and_Above.pdf Provisional Population Totals, Census of India 2011; Cities having population 1 lakh and above] (pdf). Office of the Registrar General & Census Commissioner, India. ციტირების თარიღი: 26 March 2012.[მკვდარი ბმული]
  2. http://www.censusindia.gov.in/2011-prov-results/paper2-vol2/data_files/india2/Million_Plus_UAs_Cities_2011.pdf
  3. Free, p. 39
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-25. ციტირების თარიღი: 2012-04-24.
  5. Bhargava, p. 451